დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/10/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/11/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.106.016318 |
40
31/10/2018
ვებგვერდი, 01/11/2018
010250050.35.106.016318
ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტი
|
ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის, მე-4 ნაწილის და 24-ე მუხლის მე-3 ნაწილის, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება
|
| მუხლი 1 |
ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო (შემდგომ – საბჭო) წარმოადგენს ხობის მუნიციპალიტეტის მერთან (შემდგომ – მერი) არსებულ სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ხობის მუნიციპალიტეტში (შემდგომ – მუნიციპალიტეტი) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შემდგომ – შშმ პირები) ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს. |
| მუხლი 2 |
საბჭო ხელმძღვანელობს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. |
| მუხლი 3 |
1.
საბჭო კომპლექტდება არანაკლებ 9 წევრისგან. |
2.
საბჭოს წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა განისაზღვრება მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. |
3.
საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნის და საბჭოს წევრებისგან. |
4.
საბჭოს თავმჯდომარედ ინიშნება სოციალური სფეროს კურატორი მერის მოადგილე. |
5.
საბჭოს შემადგენლობაში შედიან ხობის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ – მერია) სამსახურების საჯარო მოხელეები, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების წარმომადგენლები. |
6.
საბჭოს სამუშაო პროცესში მონაწილეობის მისაღებად შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სპეციალისტები და ექსპერტები, განსახილველი საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხმის უფლების გარეშე. |
| მუხლი 4 |
საბჭოს ამოცანებია: |
ა)
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე ერთიანი მუნიციპალური პოლიტიკის შემუშავება, დანერგვა და კოორდინაცია; |
ბ)
შშმ პირთა უფლებების დაცვა და ამ ნიშნით მათი დისკრიმინაციის აღკვეთა; |
გ)
შშმ პირთა ღირსეული თანაცხოვრების ხელშეწყობა და ამ მიზნით შესაბამისი პირობების შექმნა; |
დ)
არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით; |
ე)
შშმ პირებისთვის შესაბამისი ადაპტირებული და ინკლუზიური გარემოს შექმნა; |
ვ)
შშმ პირთა შრომითი, საგანმანათლებლო, სოციალური და სხვა ხასიათის უფლებების რეალიზების ხელშეწყობა; |
ზ)
შშმ პირთა თემისა და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების გაძლიერება. |
| მუხლი 5 |
1.
საბჭოს ფუნქციებია: |
ა)
რეკომენდაციების შემუშავება შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით; |
ბ)
მერიის შესაბამისი სამსახურების და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურად ჩაბმის უზრუნველყოფა შშმ პირთა ინტეგრაციის კუთხით; |
გ)
არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების მოზიდვა არსებული პროექტების დაფინანსებისა და ხელშეწყობის მიზნით; |
დ)
მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად შშმ პირთა საცხოვრებელი, სატრანსპორტო, საზოგადოებრივი და სხვა საკითხების გადასაჭრელად რეკომენდაციების განხილვა და მიღება; |
ე)
შშმ პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო, მათ შორის სურსათ-სანოვაგით და საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებით უზრუნველყოფის საკითხების გადაჭრისთვის რეკომენდაციების მომზადება, შესაბამის სამსახურებთან ერთად; |
ვ)
შშმ პირთა და მათ მიერ შექმნილი საზოგადოებრივი გაერთიანებების გაძლიერებისა და განვითარების ხელშეწყობა; |
ზ)
შესაბამის სამსახურებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შშმ პირთათვის შესაბამისი სპორტის სახეობების დანერგვისა და პარაოლიმპიური მოძრაობის განვითარებისთვის ხელშეწყობა; |
თ)
შშმ პირთათვის საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარება და მათ დანერგვაში ხელშეწყობა; |
ი)
შშმ პირებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი; |
კ)
შშმ პირებთან დაკავშირებით მერის კონსულტირება; |
ლ)
შშმ პირებთან დაკავშირებით სტრატეგიული და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების, ერთიანი წესების, პირობების, არსებული ვითარებისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ საკითხებისა და რეკომენდაციების შემუშავება და მერისთვის წარდგენა; |
მ)
შშმ პირებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში მოქმედი სამსახურების ერთიანი პოლიტიკის კოორდინირება, პრიორიტეტული და სპეციალიზირებული პროგრამებისა თუ ღონისძიებათა ინიცირება და მათ შემუშავებაში მონაწილეობა; |
ნ)
შშმ პირებთან დაკავშირებული პროგრამების რეალიზაციის მონიტორინგი, შეფასება, ზედამხედველობა და კოორდინაცია; |
ო)
შშმ პირებთან დაკავშირებით მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და დასკვნების მომზადება; |
პ)
სხვა ფუნქციების განხორციელება, საბჭოს კომპეტენციიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე. |
2.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად საბჭოს უფლება აქვს გამოითხოვოს ოფიციალური მონაცემები და დოკუმენტები სახელმწიფო დაწესებულებებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და მერიის სამსახურებიდან. |
| მუხლი 6 |
საბჭოს თავმჯდომარე: |
ა)
ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას, იწვევს და უძღვება საბჭოს სხდომებს; |
ბ)
წარმოადგენს საბჭოს და საბჭოს სახელით აწარმოებს მიმოწერას; |
გ)
იწვევს საბჭოს მორიგ და რიგგარეშე სხდომებს, დავალებებს აძლევს საბჭოს წევრებს; |
დ)
ამტკიცებს საბჭოს სამუშაო განრიგს; |
ე)
ხელს აწერს საბჭოს სხდომის ოქმს. |
| მუხლი 7 |
საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე: |
ა)
ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას, მისი არყოფნის შემთხვევაში; |
ბ)
კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს; |
გ)
ამ დებულებიდან გამომდინარე, ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს. |
| მუხლი 8 |
საბჭოს მდივანი: |
ა)
ორგანიზებას უწევს საბჭოს სხდომებს; |
ბ)
აწარმოებს საბჭოს სხდომების დოკუმენტაციას; |
გ)
პასუხისმგებელია საბჭოს სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენაზე, სხდომათა მასალების შენახვასა და დაცვაზე; |
დ)
თანამშრომლობს შშმ პირთა სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ახდენს შემოსული განცხადებების, წინადადებებისა და პროექტების აღრიცხვას; |
ე)
საბჭოს წევრებს წარუდგენს განსახილველი საკითხების ნუსხას; |
ვ)
უზრუნველყოფს საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხთა საბჭოს წევრებისთვის დარიგებას და კონტროლს უწევს დოკუმენტაციის შეგროვება-დამუშავებას; |
| მუხლი 9 |
1.
საბჭოს წევრს უფლება აქვს: |
ა)
საბჭოს სხდომაზე წამოაყენოს საკითხები და წინადადებები; მიიღოს მონაწილეობა მათ განხილვასა და კენჭისყრაში; |
ბ)
წერილობით აცნობოს მერს თავისი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც მისი აზრი პრინციპულად განსხვავდება საბჭოს სხდომაზე მიღებული წინადადების, დასკვნის ან რეკომენდაციისგან; |
გ)
საბჭოს გადაწყვეტილებით იყოს მისი ოფიციალური წარმომადგენელი; |
დ)
პირადი განცხადების საფუძველზე უარი თქვას საბჭოს წევრობაზე. |
2.
საბჭოს წევრი ვალდებულია: |
ა)
მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომები არასაპატიო მიზეზით; |
ბ)
შეასრულოს საბჭოს დავალებები და დაიცვას ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები; |
გ)
საბჭოს წარუდგინოს ანგარიში დავალებების შესრულების შესახებ. |
3.
საბჭოს წევრს შეიძლება მიეცეს აცილება საკითხების განხილვაში მონაწილეობისაგან, თუ ცნობილი გახდა ან დადასტურდა მისი პირდაპირი ან ირიბი, კერძო ან უწყებრივი დაინტერესება საბჭოში განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. |
4.
საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია: |
ა)
პირადი განცხადება: |
ბ)
სხდომის არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 3-ჯერ გაცდენა; |
გ)
თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა; |
დ)
თუ სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდამჭერის მიმღებად ცნო (თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული); |
ე)
გარდაცვალება; |
ვ)
სამსახურებრივი ან/და საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა. |
| მუხლი 10 |
1.
საბჭოს სხდომები იმართება თვეში ერთხელ, ან საჭიროებისამებრ. |
2.
საბჭოს სხდომის ორგანიზებისა და მისი მიმდინარეობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ შესაბამისად. |
3.
საბჭოს სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს მისი ყველა წევრი. |
4.
საბჭოს სხდომაზე არ შეიძლება განხილულ იქნეს საკითხი, გარდა შიდასაორგანიზაციო და საპროცედურო საკითხებისა, თუკი ასეთი წინასწარ არ არის შეტანილი საბჭოს წევრებთან შეთანხმებულ დღის წესრიგში. |
5.
საბჭოს წევრს უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს სხდომის დაწყების წინ წერილობით წარუდგინოს თავისი პოზიცია სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გაცხადდეს სხდომაზე და გათვალისწინებულ იქნეს გადაწყვეტილების მიღებისას. |
6.
საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც უნდა მიეთითოს: |
ა)
ოქმის გამომცემი ორგანოს დასახელება; |
ბ)
სხდომის გამართვის თარიღი, დრო და ადგილი; |
გ)
სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა; |
დ)
განხილვის საგანი; |
ე)
კენჭისყრის შედეგები; |
ვ)
მიღებული გადაწყვეტილება; |
ზ)
განსხვავებული მოსაზრება (ასეთის არსებობის შემთხვევაში). |
7.
სხდომის ოქმს ხელმოწერით ადასტურებს სხდომის თავმჯდომარე. |
8.
საბჭოს სხდომებზე ხდება დამსწრეთა რეგისტრაცია. საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილებისას გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. |
9.
საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა. |
| მუხლი 11 |
1.
საბჭო გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშს წარუდგენს მერს, ყოველი კალენდარული წლის ივნისსა და დეკემბერში. |
2.
მერს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ანგარიში საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, მის მიერ განსაზღვრულ ვადაში. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები