დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 სექტემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 46 |
| დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/10/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.110.016374 |
|
,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 სექტემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 სექტემბრის №44 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/09/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.110.016372) შეტანილ იქნეს ცვლილება:
ა) დადგენილების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) საბჭოს წევრის მიერ სხდომის ზედიზედ 3-ჯერ არასაპატიო მიზეზით გაცდენა; ბ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა; გ) სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად, გამოაცხადა გარდაცვლილად ან ცნო მხარდაჭერის მიმღებად; დ) პირადი განცხადება; ე) პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეწყვეტა საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად; ვ) პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ზ) გარდაცვალება.”. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები