დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სსიპ - შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26763 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 26/09/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/10/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 26/09/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016469 |
|
„სსიპ – შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდებისა და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „სსიპ − შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2472 ბრძანების: ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბეჭდებისა და შტამპების დამზადება და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისათვის გადაცემა დაევალოს შემოსავლების სამსახურის ფინანსურ დეპარტამენტს.“; ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბეჭდები გამოყენებულ იქნეს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ, მის სტრუქტურულ ერთეულებსა და ქვედანაყოფებს შორის №7 დანართით განსაზღვრული ინდექსების შესაბამისად.“; გ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში გამოსაყენებელი თარიღის შპამპები 1. განისაზღვროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „ვალე“, „სადახლო-საავტომობილო“, „სარფი“, „გუგუთი“, „წითელი ხიდი“, „ყაზბეგი“, „ნინოწმინდა“, „ლაგოდეხი“, „კარწახი“, „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ და „ბათუმის პორტი“ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში გამოსაყენებელი თარიღის შტამპების ნიმუშები №8 დანართის შესაბამისად. 2. დაევალოს შემოსავლების სამსახურის ფინანსურ დეპარტამენტს თარიღის შტამპების დამზადება და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი საბაჟო გამშვები პუნქტებისათვის მათი გადაცემა.“; დ) №7 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
შემოსავლების სამსახურის უფროსი მ. დუნდუა
|
„დანართი №7
|
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ქვედანაყოფების მიხედვით ინდექსების განაწილება
|
1. არასატარიფო კონტროლის სამმართველო – 001
2. საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ – 002 3. საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“ – 003 4. საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო-საავტომობილო“ – 004 5. საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო-სარკინიგზო“ – 024 6. საბაჟო გამშვები პუნქტი „გუგუთი“ – 005 7. საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბანი“ – 006 8. საბაჟო გამშვები პუნქტი „მტკვარი“ – 026 9. საბაჟო გამშვები პუნქტი „ლაგოდეხი“ – 007 10. საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ – 008 11. საბაჟო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა“ – 009 12. საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალე“ – 010 13. საბაჟო გამშვები პუნქტი „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ – 011 14. საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“ – 012 15. საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის პორტი“ – 013 16. გაფორმების განყოფილებები – 014 17. გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“ სასაქონლო ოპერაციების სამმართველო – 015 18. გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“ მომსახურების სამმართველო – 016 19. გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ სასაქონლო ოპერაციების სამმართველო – 017 20. გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ მომსახურების სამმართველო – 018 21. გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმის“ სასაქონლო ოპერაციების სამმართველო – 019 22. გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმის“ მომსახურების სამმართველო – 020 23. გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტის“ მომსახურების სამმართველო – 021“.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები