დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18720 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 20/07/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/10/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 03/09/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016464 |
|
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის“ (დანართი №1) დანართი №III–05-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის თავი III1:
„თავი III1. ვიდეო- და აუდიოჩაწერა მუხლი 251. ვიდეო- და აუდიოჩაწერის მიზანი 1. საბაჟო კონტროლის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს დაკვირვება ვიდეო- და აუდიოჩაწერის საშუალებების გამოყენებით, რაც შესაძლებელია განხორციელდეს: ა) საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე; ბ) საბაჟო კონტროლის ზონაში გადაადგილებულ საქონელზე, სატრანსპორტო საშუალებებსა და ფიზიკურ პირებზე; გ) საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ზონის გარეთ გადაადგილებაზე, გადატვირთვაზე ან/და გადმოტვირთვაზე; დ) კონტროლს დაქვემდებარებულ მიწოდებაზე. 2. ვიდეო- და აუდიოჩაწერის მიზანია: ა) საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის მონიტორინგი; ბ) საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენა და რეაგირება; გ) ფიზიკური პირებისა და საგადასახადო ორგანოს თანამშრომლების უფლებების დაცვის საიმედოობის ამაღლება; დ) საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევისათვის ხელშეწყობა; ე) ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა კონკრეტულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის ქმედების ან მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სისწორის შეფასებისას. მუხლი 252. ვიდეო- და აუდიოჩაწერის განხორციელება 1. საბაჟო კონტროლის ზონაში ვიდეო- და აუდიოჩაწერა ხორციელდება: ა) საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე დამონტაჟებული სტაციონარული ვიდეოსათვალთვალო კამერის საშუალებით; ბ) მობილური ვიდეოკამერის (მათ შორის, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული სამხრე ვიდეოკამერის) გამოყენებით. 2. მგზავრის ფიზიკური დათვალიერების, ჰიგიენისათვის განკუთვნილ და გამოსაცვლელ ადგილებში ვიდეოთვალთვალის საშუალებების გამოყენება დაუშვებელია. 3. საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე სტაციონარული ვიდეოსათვალთვალო კამერების განთავსების ადგილები განისაზღვრება საბაჟო დეპარტამენტის უფროსის ბრძანებით. 4. საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე სტაციონარული ვიდეოსათვალთვალო კამერების არსებობის შესახებ თვალსაჩინო ადგილას განთავსებული უნდა იყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი. 5. საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ზონის გარეთ გადაადგილებაზე ან/და გადატვირთვაზე დაკვირვებისას, აგრეთვე კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდების დროს ვიდეო- და აუდიოჩაწერა ხორციელდება ელექტრონული მეთვალყურეობის სისტემის (მათ შორის, მობილური ვიდეოკამერის) გამოყენებით. 6. საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე მობილური ვიდეოკამერის გამოყენებით ვიდეო- და აუდიოჩაწერა ხორციელდება: ა) საფუძვლიანი ეჭვის ან სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ან შესაბამისი მონაცემების რისკის პროფილთან თანხვედრის გამო მგზავრის საქონლის (მათ შორის, პირადი ნივთების, ბარგის/ხელბარგის) ან/და სატრანსპორტო საშუალების დეტალური დათვალიერების დროს; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პროცედურებთან დაკავშირებით საქონლის, სატრანსპორტო საშუალების, საფოსტო გზავნილის ან/და ბარგის/ხელბარგის მფლობელთან ურთიერთობისას (ზეპირი გამოკითხვა, ახსნა-განმარტების მიღება და სხვ.); გ) თუ მგზავრი წინააღმდეგობას უწევს საგადასახადო ორგანოს თანამშრომელს ან/და უგულვებელყოფს მის კანონიერ მოთხოვნას ან/და აფერხებს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ შესაბამისი პროცედურის ვიდეო- და აუდიოჩაწერა სრულყოფილად ხორციელდება სტაციონარული ვიდეოსათვალთვალო კამერ(ებ)ის საშუალებით, დამატებით მობილური ვიდეოკამერის გამოყენება სავალდებულო არ არის. მუხლი 253. ვიდეო- და აუდიოჩანაწერის შენახვა 1. სტაციონარული ვიდეოსათვალთვალო კამერებისა და მობილური ვიდეოკამერების გამოყენებით მიღებული ინფორმაცია განეკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას და მისი გამოყენება ან სხვა პირისათვის გადაცემა ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად. 2. სტაციონარული ვიდეოსათვალთვალო კამერებისა და მობილური ვიდეოკამერების გამოყენებით მიღებული ჩანაწერები ინახება ამისათვის განკუთვნილ ფაილურ სისტემაში, რომელიც, ჩანაწერების (გამოსახულება/ხმა) გარდა, ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ჩაწერის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ. 3. სტაციონარული ვიდეოსათვალთვალო კამერებისა და მობილური ვიდეოკამერების გამოყენებით მიღებული ჩანაწერები ექვემდებარება შენახვას 90 კალენდარული დღის ვადით. 4. სამუშაო დროის/ცვლის დამთავრების შემდეგ შესაბამისმა თანამშრომელმა უნდა უზრუნველყოს მობილური ვიდეოკამერის გამოყენებით მიღებული ჩანაწერების ასახვა შესაბამის კომპიუტერულ სისტემაში. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას აკონტროლებს შესაბამისი სამმართველოს უფროსი, მისი მოადგილე, საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსი ან მისი მოადგილე ან ცვლის უფროსი.“. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 3 სექტემბრიდან.
შემოსავლების სამსახურის უფროსი გ. თაბუაშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები