„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17534
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 09/07/2018
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2018
ძალაში შესვლის თარიღი 09/07/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016462
17534
09/07/2018
ვებგვერდი, 23/10/2018
000000000.00.00.016462
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური
შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №17534

2018 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს  საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან  და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის“ (დანართი №1):

ა) მე-2 მუხლის 23-ე პუნქტის „ბ.გ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ.გ) „XRS03” − სტეფანწმინდის რაიონის სოფელ ფანშეტში განთავსებული სტაციონარული სკანერის შემთხვევაში;“;

ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგიდან“ 15 კილომეტრის რადიუსში განთავსებული საბაჟო კონტროლის ზონის (მათ შორის, ტვირთის X-Ray რენტგენული ინსპექტირების სისტემის განთავსების ადგილის) დანიშნულებით ან ამავე რადიუსში მდებარე საბაჟო კონტროლის ზონიდან საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ დანიშნულებით.“;

გ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ე“ ქვეპუნქტი:

„ბ.ე) საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგიდან“ 15 კილომეტრის რადიუსში განთავსებული საბაჟო კონტროლის ზონის (მათ შორის, ტვირთის X-RAY რენტგენული ინსპექტირების სისტემის განთავსების ადგილის) დანიშნულებით გადაადგილების შემთხვევაში – „3“.“;

დ) მე-6 მუხლის:

დ.ა) მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) არასრული დახურვის მეშვეობით, როცა ხდება საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში ან პირიქით, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფიდან“ 12 კილომეტრის რადიუსში განთავსებული საბაჟო კონტროლის ზონის (მათ შორის ტვირთის X-RAY რენტგენული ინსპექტირების სისტემის განთავსების ადგილის), საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგიდან“ 15 კილომეტრის რადიუსში განთავსებული საბაჟო კონტროლის ზონის (მათ შორის ტვირთის X-RAY რენტგენული ინსპექტირების სისტემის განთავსების ადგილის) დანიშნულებით საქონლის გადაადგილება და მოწმობას ენიჭება დახურვის ნომერი „R“. მოწმობა სრულად იხურება საქონლის მთლიან რაოდენობაზე სასაქონლო ოპერაციის გამოყენების მიზნით საბაჟო დეკლარაციის ან მოწმობის რეგისტრაციისას.“;

დ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გამგზავნი საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში, დანიშნულების საგადასახადო ორგანო ახორციელებს მონაცემთა ავტომატიზებული სისტემიდან ამობეჭდილი მოწმობის გაცემას.“;

ე) 71 მუხლის 22-ე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) „XRS03“ – სტეფანწმინდის რაიონის სოფელ ფანშეტში განთავსებული სტაციონარული სკანერის შემთხვევაში;“;

ვ) 24-ე მუხლის:

ვ.ა) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) ადამიანის სხეულის სკანერის მეშვეობით დათვალიერებით;“;

ვ.ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მგზავრის ფიზიკური დათვალიერება წარმოებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის ან მოწვეული სპეციალისტის მიერ, რომელიც დასათვალიერებელი პირის სქესისაა, ამისათვის ცალკე გამოყოფილ ადგილას, იმავე სქესის პირის (პირების) თანდასწრებით.

7. მგზავრის ფიზიკური დათვალიერების დაწყებამდე, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია, პირს წარუდგინოს თანამდებობრივი მოწმობა, აცნობოს გადაწყვეტილება, გააცნოს მისი უფლება-მოვალეობანი ასეთი დათვალიერების დროს (მათ შორის, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით) და მისცეს წინადადება დამალული საქონლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნებაყოფლობით გადაცემის თაობაზე.“;

ზ) 25-ე მუხლის პირველი – მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მგზავრის ბარგისა და ხელბარგის შემოწმება ხორციელდება მათი დათვალიერებით (სკანირებით და ფიზიკური დათვალიერებით).

2. მგზავრის ბარგისა და ხელბარგის დათვალიერება წარმოებს მგზავრის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით,    ხოლო მათ დაუსწრებლად დათვალიერება შესაძლებელია განხორციელდეს:

ა) თუ ბარგის და ხელბარგის მესაკუთრის დადგენა შეუძლებელია;

ბ) საჰაერო გზით შემოტანილი/გასატანი ბარგის მიზანმიმართული დათვალიერებისას, როდესაც სკანირების შედეგების ამსახველი სურათის ან სამართალდამცავი ორგანოებიდან ან სხვა წყაროებიდან მოწოდებული ინფორმაციის    მიხედვით ადგილი აქვს ან შესაძლოა ჰქონდეს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევას ან ასეთი დარღვევის მცდელობას.

3. საგადასახადო ორგანოს თანამშრომელმა, მგზავრის ბარგის ან/და ხელბარგის ფიზიკური დათვალიერების    დაწყებამდე, მგზავრს უნდა შესთავაზოს დამალული/აკრძალული საქონლის ნებაყოფლობით წარდგენა.“;

თ) 50-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის №II-04 და №II-05 დანართებით გათვალისწინებული საქონლის (მცენარეები და მცენარეული პროდუქტები, ცოცხალი ცხოველები და ცხოველური წარმოშობის საქონელი), ორგანოთერაპიისათვის განკუთვნილი ორგანოების, თერაპიული ან პროფილაქტიკური მიზნებისათვის განკუთვნილი ადამიანური ან ცხოველური   წარმოშობის ნივთიერებების, მასობრივი ინფორმაციის შემცველი საქონლის, სტიქიური უბედურებების, ავარიების და კატასტროფების დროს საჭირო საქონლის, წინასწარ დეკლარირებული საქონლის, ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული საქონლის, „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპული შეთანხმების (ADR) 3.2. თავის A ცხრილით გათვალისწინებული საქონლის, არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) ოპერაციის ფარგლებში გადაადგილებული საქონლის, დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ  წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის, დიპლომატიური ფოსტისა და საკონსულო ვალიზას, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის გაფორმება ხორციელდება პრიორიტეტული წესით, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

შემოსავლების სამსახურის უფროსი                                                                                      გიორგი თაბუაშვილი.