„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 44/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 24/10/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/10/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 02/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.017601
44/ნ
24/10/2018
ვებგვერდი, 24/10/2018
430030000.22.022.017601
„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №44/ნ

2018 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა დასაქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებსაქართველოს კანონის 21- მუხლის საფუძველზე,  ვბრძანებ:


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.016672) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“:

ა) 35-ე  მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი :

„ბ1) კონკურსი – სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტებისათვის, რომლებსაც სურთ იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე სწავლა, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში;“.

ბ) მე-40 მუხლის:

ბ.ა)  მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საგამოცდო კომისია, სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის ტესტირებისას გაკეთებულ შეფასებებზე დაყრდნობით, პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე, პროფესიული სტანდარტით/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტით დადგენილი დამატებითი მოთხოვნების, 35-ე მუხლის „ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკურსის დროს მიღებული შეფასების, ექსპერტთა გუნდის დასკვნისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის ინტერესების გათვალისწინებით, მინისტრს წარუდგენს რეკომენდაციას (შემდგომში − რეკომენდაცია) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამის პირველად ან შემდგომ საფეხურზე ჩარიცხვის თაობაზე.“;

ბ.ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენიდან 7 დღის ვადაში, სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა დაწესებულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად ან შემდგომ საფეხურებზე გადანაწილების მიზნით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა გადანაწილებას დაწესებულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად ან შემდგომ საფეხურებზე ამ დებულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადგილების რაოდენობის ფარგლებში და, ასევე, უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების გადანაწილებას იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი