დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის სფეროში ანგარიშების მოთხოვნის შეუსრულებლობისას გამოსაყენებელი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსების, წარდგენისა და საჯაროდ გამოქვეყნების წესის განსაზღვრისა და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-22/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/10/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/10/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 02/11/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016531 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/10/2018 - 27/11/2018)
|
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის სფეროში ანგარიშების მოთხოვნის შეუსრულებლობისას გამოსაყენებელი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსების, წარდგენისა და საჯაროდ გამოქვეყნების წესის განსაზღვრისა და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ
|
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის სფეროში ანგარიშგების მოთხოვნის შეუსრულებლობისას „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 4412, 242-ე მუხლის 34 ნაწილის, 2903 მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს თანდართული: |
ა)
ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმა (დანართი №1); |
ბ)
ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შევსების, წარდგენისა და საჯაროდ გამოქვეყნების წესი (დანართი №2); |
გ)
სააღსრულებო ფურცლის ფორმა (დანართი №3). |
2.
ელექტრონული საჯარიმო ქვითარი არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს. |
3.
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 2 ნოემბრიდან. |
|
დანართი №1
სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო № თარიღი **/***********/**** * შედგენის ადგილი: ქ. თბილისი ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 4412 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 1. სამართალდამრღვევი: ა) სამართლებრივი ფორმა და დასახელება: ბ) საიდენტიფიკაციო ნომერი/კოდი: გ) რეგისტრაციის მისამართი (იურიდიული მისამართი): დ) საქმიანობაზე ნებართვის ნომერი: 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსი: 3. ჯარიმის ოდენობა: 500 (ხუთასი) ლარი. 4. აღნიშნული საჯარიმო ქვითარი (სამართალდარღვევის ოქმი) შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის მისი გაცნობიდან 10 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6). 5. საჯარიმო ქვითრის გადახდის ინსტრუქცია: დამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება იძულებით აღსრულდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. საჯარიმო თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს ნებისმიერი საბანკო დაწესებულების მეშვეობით შემდეგი სავალდებულო რეკვიზიტების გათვალისწინებით: ა) გადამხდელის ვინაობა; ბ) მიზნობრიობაში უნდა მიეთითოს საჯარიმო ქვითრის ნომერი; გ) საბანკო კოდი: TRESGE22; დ) სახაზინო კოდი: 302003243. 6. თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ქვითარი) სამართალდამრღვევის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში“ შემდეგ მისამართზე: 0119, ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზ. №144. საჯარიმო ქვითარი შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობიდან 10 დღის ვადაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რა დროსაც ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის თანახმად, უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.
უფლებამოსილი პირის ხელმოწერა დანართი №2 ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შევსების, წარდგენისა და საჯაროდ გამოქვეყნების წესი მუხლი 1 ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმის შევსების, წარდგენისა და საჯაროდ გამოქვეყნების წესს. მუხლი 2 1. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ივსება ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 4412 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ (შემდგომში – უფლებამოსილი პირი). 2. უფლებამოსილი პირი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4412 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს და დამრღვევს შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს. 3. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. 4. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი (შემდგომში – საჯარიმო ქვითარი) არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს. მუხლი 3 საჯარიმო ქვითრის შევსებისას აღინიშნება: ა) შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და ადგილი; ბ) შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; გ) სამართალდამრღვევის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმა, დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი/კოდი; დ) სამართალდამრღვევის საქმიანობაზე ნებართვის ნომერი; ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის არსი; ვ) დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; ზ) შენიშვნის გრაფა; თ) ინფორმაცია საჯარიმო ქვითრის გასაჩივრების თაობაზე; ი) ჯარიმის გადახდის ინსტრუქცია; კ) სამართალდამრღვევის უფლებები. მუხლი 4 1. სამართალდამრღვევს საჯარიმო ქვითრის გასაჩივრება შეუძლია გაცნობიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღეში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ დაუყოვნებლივ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი (დანართი №3) და ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს. მუხლი 5 1. პირს შესაბამისი საჯარიმო ქვითარი ეგზავნება რეგისტრაციის (იურიდიული მისამართი) ადგილის მიხედვით. 2. თუ პირს საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ვერ ჩაჰბარდა, საჯარიმო ქვითრის მიმტანი პირი საფოსტო გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და საჯარიმო ქვითარს ფოსტას უბრუნებს. საჯარიმო ქვითარი დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა აღნიშნულ პირს განმეორებით იმავე მისამართზე ეგზავნება. 3. საჯარიმო ქვითარი პირისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ ამ პირის რეგისტრაციის მისამართზე მყოფი შესაბამისი უფლებამოსილი პირი საჯარიმო ქვითრის ფოსტით ჩაბარებისას განმეორებით უარს განაცხადებს მის მიღებაზე. 4. საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, სააგენტოს უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ, ოფიციალურ ვებგვერდზე (http://www.rama.moh.gov.ge) გამოქვეყნებას. 5. საჯარიმო ქვითარი პირისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. 6. სააგენტო ახორციელებს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებას და მის ადმინისტრირებას (მათ შორის განსაზღვრავს ვებგვერდზე განსათავსებელი ინფორმაციის შინაარსს, ფორმატს, ვადებს, პირობებს და ა.შ.). დანართი №3
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ს ა ა ღ ს რ უ ლ ე ბ ო ფ უ რ ც ე ლ ი სააღსრულებო ფურცელი გაიცა ___________________________________________________________________ ___________________________________________________________________ უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი ___________________________________________________________________ მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №______________________________ საქმეზე საჯარიმო ქვითრის ნომერი __________________________________________ საჯარიმო ქვითრის შედგენის თარიღი _________________________________ საჯარიმო ქვითრის კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსი: ______________________________________________ დაედო ადმინისტრაციული სახდელი, სამართლებრივი ფორმა და დასახელება: საიდენტიფიკაციო ნომერი/კოდი: რომელიც გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4412 მუხლის შესაბამისად და დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი - ____________________ ლარის ოდენობით. ციფრებით, სიტყვიერად კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები: სახელმწიფო ბიუჯეტი: ერთიანი ანგარიშის № ___________________________ სახელმწიფო ხაზინის № _________________________ სახაზინო კოდი № ______________________________ მოვალის დასახელება და რეკვიზიტები: _____________________________________________________________________ _____________________________________________________________________ მისამართი: ____________________________________________________________ საიდენტიფიკაციო № ___________________________ სხვა რეკვიზიტები: ____________________________________________________________________ სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი: ____________________ წ. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილი პირი: ________________________________ ხელმოწერა . |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები