დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3578-Iს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 31/10/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/11/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/10/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120300000.05.001.019208 |
|
„თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 16.05.2006, მუხ. 107) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის არსი 1. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვა არის იმ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლებიც ემსახურება თავდაცვის პოლიტიკის მიზნების განხორციელებას და შესაბამისი გზებისა და რესურსების განსაზღვრას. 2. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვა ხორციელდება მოკლევადიანი (2 წლამდე ვადით), საშუალოვადიანი (5 წლამდე ვადით) და გრძელვადიანი (5 წელზე მეტი ვადით) პერიოდებისათვის.“. 2. მე-3 მუხლი ამოღებულ იქნეს. 3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვისა და კოორდინაციის ორგანიზება 1. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვისა და კოორდინაციის პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების განუხრელი დაცვა და პატივისცემა; გ) ერთიანი სამთავრობო მიდგომა; დ) უწყვეტობა; ე) გეგმურობა; ვ) საჯაროობა და სამოქალაქო ჩართულობა. 2. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვა ხორციელდება ეროვნული დონისა და უწყებრივი დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების მეშვეობით. 3. სახელმწიფო თავდაცვის სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების შესამუშავებლად იქმნება მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისია ან/და სამუშაო ჯგუფი, რომლის სტრუქტურა, უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით. მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის ან/და სამუშაო ჯგუფის საქმიანობას ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. 4. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონის კონცეპტუალურ დოკუმენტებს ამტკიცებს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონის ორგანიზაციულ დოკუმენტებს − შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 5. უწყებრივ დონეზე სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის განხორციელების წესი და ვადები, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების სახეები და რეგულირების სფერო განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ნორმატიული აქტით ამტკიცებს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი. 6. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის ეროვნული დონისა და უწყებრივი დონის დოკუმენტები ექვემდებარება განახლებას ქვეყნის თავდაცვის საჭიროებიდან გამომდინარე.“. 4. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტები 1. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტებია: ა) საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია; ბ) საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი; გ) საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგია. 2. საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგია: ა) მიმოიხილავს და აფასებს თავდაცვის სფეროში არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს; ბ) განსაზღვრავს ქვეყნის თავდაცვის პოლიტიკის მიზნებს და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს; გ) განსაზღვრავს ეროვნულ სამხედრო მიზნებსა და ამოცანებს, მათი განხორციელების გზებს, პრინციპებსა და საშუალებებს; დ) აფასებს ქვეყნის თავდაცვით შესაძლებლობებს, საქართველოს თავდაცვის ძალების მოთხოვნებს, ადგენს სამომავლო განვითარების ხედვას და განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის ძალების სამომავლო სტრუქტურას; ე) განსაზღვრავს ქვეყნის თავდაცვის ორგანიზების სტრატეგიულ მიმართულებებსა და პრინციპებს; ვ) სახელმწიფო უწყებებს განუსაზღვრავს თავდაცვის ამოცანებს შესაბამისი სფეროების მიხედვით; ზ) განსაზღვრავს ქვეყნის თავდაცვაში საზოგადოების ჩართულობას; თ) ადგენს განსაზღვრული პერიოდისთვის საქართველოს თავდაცვის ძალების რესურსებით უზრუნველყოფის ჩარჩოებს. 3. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას საქართველოს მთავრობის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. 4. საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტსა და საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგიას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 5. საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის საიდუმლო ნაწილი მტკიცდება ცალკე დოკუმენტის სახით.“. 5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი: „მუხლი 61. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის ეროვნული დონის ორგანიზაციული დოკუმენტები 1. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის ეროვნული დონის ორგანიზაციული დოკუმენტია საქართველოს ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმა, რომელიც არის სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულებისათვის პასუხისმგებელი უწყებების დროში გაწერილი სამოქმედო გეგმების ერთობლიობა. 2. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის ეროვნული დონის ორგანიზაციულ დოკუმენტებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის ეროვნული დონის ორგანიზაციული დოკუმენტის საიდუმლო ნაწილი მტკიცდება ცალკე დოკუმენტის სახით.“. 6. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტები 1. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტი მუშავდება სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის ეროვნული დონის დოკუმენტების საფუძველზე. მასში განისაზღვრება: ა) შესაბამისი უწყების ხედვა, ღირებულებები, მიდგომები, განზრახვები და პრინციპები, აგრეთვე ამ უწყების მიზნები და ამოცანები სახელმწიფო თავდაცვის სფეროსთან ან/და მის ცალკეულ მიმართულებებთან/საკითხებთან დაკავშირებით; ბ) შესაბამისი უწყების წინაშე მდგარი პრობლემები, ამ უწყების მიერ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მათი გადაჭრის დრო, გზები, საშუალებები და რესურსები, აგრეთვე აღნიშნული უწყების პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები. 2. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტებიდან იერარქიულად ზემდგომი დოკუმენტი მოიცავს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საკითხებს. 3. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონის კონცეპტუალურ დოკუმენტს შეიძლება ჰქონდეს დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა. 4. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტის საიდუმლო ნაწილი მტკიცდება ცალკე დოკუმენტის სახით. 5. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებას კოორდინაციას უწევს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.“. 7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი: „მუხლი 71. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტები სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტები მუშავდება სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის ეროვნული დონის დოკუმენტების ან/და სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების საფუძველზე და მათ აღსასრულებლად.“. 8. მე-8−მე-10 მუხლები ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. |
ქუთაისი, 31 ოქტომბერი 2018 წ. N3578-Iს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები