დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის, თევზჭერის ლიცენზიის და ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორის ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-955 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/11/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/11/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300310000.22.023.016553 |
|
ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის, თევზჭერის ლიცენზიის და ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორის ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ
|
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის №1620-რს კანონის მე-2 მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტებისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის N112 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გასაცემი სარგებლობის ლიცენზიის ფორმების განსაზღვრის მიზნით დამტკიცდეს: |
1.
ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის ფორმა (დანართი 1); |
2.
ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის (დანართი 2); |
3.
სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის (დანართი 3); |
4.
თევზჭერის ლიცენზიის (დანართი 4); |
5.
ექპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორის ვაჭრობის შესახებ: კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზია (დანართი 5). |
| მუხლი 2 |
სალიცენზიო მოწმობა შედგენილ იქნას ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა ლიცენზიის მფლობელს, ხოლო მეორე შეინახება ლიცენზიის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში. |
| მუხლი 3 |
,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის, მიწისქვეშა სივრცის გამოყენების ლიცენზიის, ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის, თევზჭერის ლიცენზიის და ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 18 ივნისის №46 ბრძანებით დამტკიცებული ფორმები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას არსებული ბლანკების მარაგის ამოწურვამდე. |
| მუხლი 4 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები