დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3596-Iს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 31/10/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/11/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/10/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120330000.05.001.019194 |
|
„საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 196) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს თავდაცვის ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“. 2. კანონის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ეს კანონი აწესრიგებს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებსა და სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სამოქალაქო პერსონალის მონაწილეობასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისას წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს.“. 3. პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კანონის მიზნების განსახორციელებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის ფარგლებში იქმნება სამშვიდობო ძალები (ქვედანაყოფები და შენაერთები), რომლებიც გადიან სპეციალურ მომზადებასა და სწავლებას (ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების კონტროლი, დაპირისპირებული მხარეების დაშორიშორება, განიარაღება და დაშლა, საინჟინრო სამუშაოების წარმოება). 4. სამშვიდობო ძალების სტრუქტურა განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 4. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს პრეზიდენტს – საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდალს წარუდგენს წინადადებებს სამშვიდობო ძალების სტრუქტურისა და რაოდენობის შესახებ;“. 5. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10 საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წელიწადში არანაკლებ ერთხელ საქართველოს პარლამენტს წარუდგენენ მოხსენებას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებსა და სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის შესახებ.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. |
ქუთაისი, 31 ოქტომბერი 2018 წ. N3596-Iს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები