დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3583-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 31/10/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/11/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 12/10/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 120260040.05.001.019193 |
|
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998, გვ. 14) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სამხედრო მოსამსახურე − საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს თავდაცვის ძალებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სამხედრო უწყებებში, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას;“; ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირები − საქართველოს თავდაცვის ძალების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიული პირის, სამხედრო უწყებების სამხედრო მოსამსახურეები, აგრეთვე რეზერვისტები სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას.“. 2. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი საქართველოს კანონმდებლობითა და სამხედრო წესდებებით დადგენილი წესის შესაბამისად.“. 3. მე-11 მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „51. „საქართველოს თავდაცვის ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ საერთაშორისო ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეს საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეძლევა დამატებითი შვებულება 30 დღემდე ვადით. დამატებითი შვებულება ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შვებულებების ანგარიშში არ ჩაითვლება.“. 4. მე-16 მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის „საქართველოს თავდაცვის ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობის ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების დროს, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპვის ან მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვალების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით (განკარგულებით) მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება 100 000 ლარის ოდენობით.“. 5. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლით დადგენილი გარანტიები შეიძლება გავრცელდეს აგრეთვე სამხედრო სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის გამო, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რეორგანიზაციის ან შტატების შემცირების შედეგად დათხოვნილ პირებზე, რომლებსაც აქვთ პოლკოვნიკის სამხედრო წოდება ან უმაღლესი სამხედრო წოდება, სამხედრო სამსახურიდან ზემოთ აღნიშნული მიზეზებით დათხოვნილ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებსა და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეულ პირებზე.“. 6. მე-20 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საქართველოს თავდაცვის ძალებიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, მისი საქართველოს თავდაცვის ძალებიდან დათხოვნის შესახებ გამოცემული აქტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 3 თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში.“. 7. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამხედრო სამსახურიდან უსაფუძვლოდ და უკანონოდ დათხოვნილი სამხედრო მოსამსახურე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ან შესაბამისი უწყების ხელმძღვანელმა უნდა აღადგინოს იმავე თანამდებობაზე და იმ ნაწილში, რომელშიც გადიოდა სამსახურს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნამდე, ხოლო უმაღლესი სამხედრო წოდების ოფიცერს აღადგენს საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. აღნიშნულ პირებს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ იძულებით გაცდენილი დრო ნამსახურობის წლებში ჩაეთვლებათ. სამხედრო მოსამსახურეს შეუძლია საკუთარი უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. |
ქუთაისი, 31 ოქტომბერი 2018 წ. N3583-Iს |
დოკუმენტის კომენტარები