დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ვანის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვანის ადმინისტრაციულ ერთეულში სოლომონ II-ის ქუჩა N59-ში მდებარე რაგბის მოედნისა და ტრიბუნისათვის ბეჟან ხურციძის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 64 |
| დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/10/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.121.016001 |
|
ვანის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვანის ადმინისტრაციულ ერთეულში სოლომონ II-ის ქუჩა №59-ში მდებარე რაგბის მოედნისა და ტრიბუნისათვის ბეჟან ხურციძის სახელის მინიჭების შესახებ
|
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2018 წლის 31 ივლისის №11 სხდომის ოქმის ამონაწერის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: 1. ვანის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვანის ადმინისტრაციულ ერთეულში სოლომონ II-ის ქუჩა №59-ში მდებარე რაგბის მოედანსა და ტრიბუნას (საკადასტრო კოდი №31.01.30.188) მიენიჭოს ბეჟან ხურციძის სახელი (რუკა თან ერთვის). 2. ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება. 3. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დაევალოს განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გადაუგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს,მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. 4. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს ამ განკარგულების გამოქვეყნება სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში. 5. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერის დღიდან. 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1). საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები