საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3619-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/10/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.019188
3619-Iს
31/10/2018
ვებგვერდი, 21/11/2018
020000000.05.001.019188
საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32(39), 1999 წელი, მუხ. 166)  მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირთა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დანიშვნისა და თანამდებობებიდან გათავისუფლების უფლებამოსილებებთან, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„დ“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 პუნქტით, 56-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 57-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 71-ე მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებითა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებებთან;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

31 ოქტომბერი 2018 წ.

N3619-Iს