დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 79 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/10/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.22.026.016626 |
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს, რომლებიც დანიშნული ან მივლინებული არიან დროებით შტატზე, ანაზღაურება მიეცემათ დროებითი შტატით გათვალისწინებული ფულადი/თანამდებობრივი სარგოს შესაბამისი ოდენობით.“. 2. მე-5 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „5. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსამსახურეს დაეკისრება მივლინებული მოსამსახურის მოვალეობის შესრულება, მივლინებულ მოსამსახურეს მივლინებაში ყოფნის პერიოდში უნარჩუნდება საიდუმლო დოკუმენტაციასთან დაშვებისა და მუშაობისთვის გათვალისწინებული, აგრეთვე, კონკრეტული თანამდებობისთვის დაწესებული სპეციალური დანამატები, ხოლო იმ მოსამსახურეზე, რომელსაც დაეკისრება მივლინებაში მყოფი მოსამსახურის მოვალეობის შესრულება, დანამატები გაიცემა მხოლოდ მისი ძირითადი თანამდებობისათვის გათვალისწინებული დანამატების შესაბამისად (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“. 3. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში: ა) სამხედრო მოსამსახურეს უნარჩუნდება არაუმეტეს ორი თვის: ა.ა) წოდებრივი სარგო; ა.ბ) წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი; ა.გ) სასურსათო ულუფის სანაცვლოდ დაწესებული ფულადი კომპენსაცია; ბ) სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს უნარჩუნდება არაუმეტეს ორი თვის; ბ.ა) თანამდებობრივი სარგო, ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად; ბ.ბ) წოდებრივი სარგო; ბ.გ) წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი; ბ.დ) სასურსათო ულუფის სანაცვლოდ დაწესებული ფულადი კომპენსაცია არაუმეტეს ორი თვისა. გ) სამოქალაქო პირს უნარჩუნდება არაუმეტეს ერთი თვის თანამდებობრივი სარგო ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად. 2. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც ვაკანტურ თანამდებობაზე ან დროებით შტატზე დაეკისრება მოვალეობის შესრულება, შრომის ანაზღაურება ეძლევა სრულად როგორც წოდებრივი სარგოს, ისე ყველა სახის დანამატის და სასურსათო ულუფის ნაცვლად დაწესებული ფულადი კომპენსაციის სახით. მოსამსახურე მიიღებს ვაკანტური თანამდებობისთვის ან დროებითი შტატისთვის განსაზღვრულ დანამატებს იმ შემთხვევაში, თუ მათი ოდენობა აღემატება მოსამსახურის დანამატის (გარდა წელთა ნამსახურობის დანამატისა) ოდენობას, ხოლო თუ ვაკანტური თანამდებობისთვის ან დროებითი შტატისთვის განსაზღვრული დანამატები ნაკლებია, მოსამსახურეს უნარჩუნდება თავისივე დანამატები. 3. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც დაეკისრება თანამდებობაზე დროებით არმყოფი სამხედრო მოსამსახურის მოვალეობა, შრომის ანაზღაურება ეძლევა წოდებრივი სარგოს, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატის და სასურსათო ულუფის სანაცვლოდ დაწესებული ფულადი კომპენსაციის სახით. 4. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სამოქალაქო პირს, რომელსაც დაეკისრება ვაკანტურ თანამდებობაზე ან დროებით შტატზე მოვალეობის შესრულება, ანაზღაურება ეძლევა როგორც თანამდებობრივი სარგოს, ისე დანამატების სახით. მოსამსახურე მიიღებს ვაკანტური თანამდებობისთვის ან დროებითი შტატისთვის განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოს და დანამატს იმ შემთხვევაში, თუ მათი ოდენობა აღემატება მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოს და დანამატის (გარდა წელთა ნამსახურობის დანამატისა) ოდენობას, ხოლო თუ ვაკანტური თანამდებობისთვის ან დროებითი შტატისთვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგო და დანამატები ნაკლებია, მოსამსახურეს უნარჩუნდება თავისივე თანამდებობრივი სარგო და დანამატები. 5. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სამოქალაქო პირს, რომელსაც დაეკისრება თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობა, მიეცემა შესაბამისი თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგო იმ შემთხვევაში, თუ მისი ოდენობა აღემატება მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს, ხოლო თუ დროებით არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო ნაკლებია, მოსამსახურეს უნარჩუნდება თავისივე თანამდებობრივი სარგო. 6. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს, რომელსაც ვაკანტურ თანამდებობაზე ან დროებით შტატზე დაეკისრება მოვალეობის შესრულება, შრომის ანაზღაურება ეძლევა სრულად როგორც თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს, ისე ყველა სახის დანამატის და სასურსათო ულუფის ნაცვლად დაწესებული ფულადი კომპენსაციის სახით. მოსამსახურე მიიღებს ვაკანტური თანამდებობისთვის ან დროებითი შტატისთვის განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოს და დანამატებს იმ შემთხვევაში, თუ მათი ოდენობა აღემატება მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს და დანამატის (გარდა წელთა ნამსახურობის დანამატისა) ოდენობას, ხოლო თუ ვაკანტური თანამდებობისთვის ან დროებითი შტატისთვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგო და დანამატები ნაკლებია, მოსამსახურეს უნარჩუნდება თავისივე დანამატები. 7. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს, რომელსაც დაეკისრება თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის მოვალეობა, შრომის ანაზღაურება ეძლევა თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატის და სასურსათო ულუფის სანაცვლოდ დაწესებული ფულადი კომპენსაციის სახით. მოსამსახურე მიიღებს დროებით არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოს იმ შემთხვევაში, თუ მისი ოდენობა აღემატება მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს ოდენობას, ხოლო თუ დროებით არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა ნაკლებია, მოსამსახურეს უნარჩუნდება თავისივე თანამდებობრივი სარგო.“. 4. მე-16 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის, სახმელეთო ჯარების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა დანამატები (დანართი№7);“. 5. №2 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 6. №7 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 7. №8 დანართის 14-21 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,
„ 8. №8 დანართს დაემატოს 211 გრაფა შემდეგი რედაქციით: ,,
„ 9. №8 დანართის 23-ე გრაფა ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის: ა) 1-6 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის პირველი სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე; ბ) მე-7 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 14 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე; გ) მე-8 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან 14 აგვისტომდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე; დ) მე-9 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 14 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები