დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3587-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 31/10/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/11/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 130030000.05.001.019200 |
|
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.03.2015, სარეგისტრაციო კოდი: 130030000.05.001.017622) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის იმ თანამდებობის პირების ნუსხას, რომლებსაც აქვთ კონკრეტული ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების უფლებამოსილება და რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას უზრუნველყოფენ;“. 2. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გარანტირებული უფლება საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს სახალხო დამცველის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება უზრუნველყოფილია თანამდებობაზე მათი არჩევისთანავე/დანიშვნისთანავე.“. 3. 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 39. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვა ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დასაცავად ფიზიკური უსაფრთხოების, ინფორმაციის უსაფრთხოების, კომუნიკაციისა და ინფორმაციის სისტემების უსაფრთხოების განსაკუთრებულ წესებს, ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაცემის წესებს და საქართველოში ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ორგანოების ფუნქციებსა და საქმიანობის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. |
ქუთაისი, 31 ოქტომბერი 2018 წ. N3587-Iს |
დოკუმენტის კომენტარები