დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3599-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 31/10/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/11/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 470000000.05.001.019209 |
|
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 11.07.2007, მუხ. 244) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საქართველოს თავდაცვის ძალებში, სხვა სამხედრო ფორმირებებსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − პენიტენციური სამსახური) პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ − პენიტენციური დაწესებულება) პროფილაქტიკური იმუნიზაციის წესს ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“. 2. 35-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენციაა: ა) საქართველოს თავდაცვის ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო სამსახურებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა; ბ) საქართველოს თავდაცვის ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო სამსახურებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელება. 3. სამინისტრო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად საქართველოს თავდაცვის ძალების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო სამსახურებისათვის ადგენს სანიტარიულ და ჰიგიენურ ნორმებს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. |
ქუთაისი, 31 ოქტომბერი 2018 წ. N3599-Iს |
დოკუმენტის კომენტარები