„სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3579-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/10/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/11/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 12/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 120260000.05.001.019214
3579-Iს
31/10/2018
ვებგვერდი, 21/11/2018
120260000.05.001.019214
„სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 26.03.2018, სარეგისტრაციო კოდი: 120260000.05.001.018787) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“.

2. პირველი−მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო  და მიზანი

1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვის ორგანიზებისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის წესებს.

2. ამ კანონის მიზანია საქართველოს თავდაცვის  ძალების რეზერვის მართვის ეფექტიანი და მოქნილი სისტემის ჩამოყალიბება, სამობილიზაციო რესურსის (რეზერვისტების) ოპტიმალური გამოყენება, რეზერვისტების მომზადებისა და საქართველოს თავდაცვის ძალებისათვის კანონით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებაში აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა.

მუხლი 2. თავდაცვის ძალების რეზერვის დანიშნულება

თავდაცვის ძალების რეზერვი იქმნება თავდაცვის ძალების გასაძლიერებლად და მხარდასაჭერად.

მუხლი 3. სამხედრო სარეზერვო სისტემის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი დოკუმენტები

სამხედრო სარეზერვო სისტემა ფუნქციონირებს საქართველოს ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმის, თავდაცვის  ძალების სამობილიზაციო გეგმის, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.“.

3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პროფესიული ძალების რეზერვისგან;“.

4. მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პროფესიული ძალების რეზერვში ჩარიცხული პირისა − 50 წლამდე;“.

5. მე-6 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირებს აღრიცხავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თავდაცვის ძალების მოსამსახურეთა აღრიცხვისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. აქტიურ სარეზერვო სამსახურში მისაღებ პირთა რაოდენობას, საქართველოს ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის  გეგმისა და თავდაცვის ძალების სამობილიზაციო გეგმის გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

6. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. პროფესიული ძალების რეზერვი

1. პროფესიული ძალების რეზერვი იქმნება რეზერვისტის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში დაუყოვნებლივ ჩართვის, მაღალი საბრძოლო მომზადებისა და საბრძოლო  მზადყოფნის,  თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიზნით.

2. პროფესიული ძალების რეზერვში მიიღება საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო სამსახურებიდან, აგრეთვე სამართალდამცავი სისტემის/აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა სისტემის საბრძოლო ქვედანაყოფიდან დათხოვნილი პირი.“.

7. მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტერიტორიული რეზერვი იქმნება მცირე სამობილიზაციო დროში თავდაცვის  ძალების დამატებითი საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის, რაოდენობრივი ზრდის და ტერიტორიული თავდაცვის ორგანიზების მიზნით.

2. ტერიტორიული რეზერვი შედის თავდაცვის  ძალების ეროვნული გვარდიის (შემდგომ − ეროვნული გვარდია) შემადგენლობაში და ორგანიზებულია ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფებში, რომლებიც, თავის მხრივ, შედგება სამანევრო ელემენტებისგან, აგრეთვე დასახული ამოცანებისა და გეოგრაფიული არეალისთვის მორგებული ტერიტორიული რაზმებისგან.“.

8. მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სპეციალისტთა რეზერვი იქმნება თავდაცვის ძალების სპეციფიკური მოთხოვნებისა და ამოცანების შესასრულებლად, შესაბამისი სამოქალაქო სპეციალობის მქონე პირთაგან.

2. თავდაცვის ძალების საჭიროებისათვის სამოქალაქო სპეციალობათა ნუსხას, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტებს, თავდაცვის ძალების მეთაურის წარდგინებით, ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი.“.

9. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამობილიზაციო რეზერვის ძირითადი დანიშნულებაა თავდაცვის ძალების გაძლიერება და დანაკარგების შევსება.“.

10. მე-12 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირთა გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და გაწვევის ვადას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა;“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პირთა სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურში გაწვევა ხდება თავდაცვის ძალების მიერ განსაზღვრული რაოდენობისა და კატეგორიის მიხედვით.“.

11. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამობილიზაციო რეზერვში გაწვევისათვის გასაწვევ/გამოსაძახებელ პირთა რაოდენობა და კატეგორია განისაზღვრება თავდაცვის ძალების მეთაურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო პირთა შერჩევის კრიტერიუმების პრიორიტეტულობა განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

12. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თავდაცვის ძალებისათვის გაწვრთნილი, შესაბამისი სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობებით მომზადებული, მაღალი პროფესიული დონის რეზერვის ჩამოყალიბება;“.

13. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. რეზერვისტების მომზადებისათვის პასუხისმგებელი ქვედანაყოფები

სამხედრო სარეზერვო სამსახურისა და რეგულარული თავდაცვის  ძალების საბრძოლო უნარების თავსებადობის მიზნით აქტიური რეზერვისტების მომზადებას უზრუნველყოფენ სამინისტროს სისტემის შესაბამისი ქვედანაყოფები, ხოლო სამობილიზაციო რეზერვისტების მომზადებას უზრუნველყოფს ეროვნული გვარდია.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

31 ოქტომბერი 2018 წ.

N3579-Iს