დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „ფურშეტ ჯორჯიას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/10339-17 |
| დოკუმენტის მიმღები | თბილისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 12/10/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი სხდომის მდივანი მარიამ ჩიტოშვილი |
განმცხადებლები – 1 – შპს „რითეილ კაპიტალ ჯორჯია“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 404967522) დირექტორი – მამუკა შეწირული წარმომადგენლები – 1 – ირაკლი ფურცელაძე 2 – ზურაბ გვარჯალაძე 2 – შპს „სენატორი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 40504904) დირექტორი – პეტრე გელაშვილი წარმომადგენლები – 1 – დავით მჟავანაძე 2 – ზურაბ გვარჯალაძე მოვალე – შპს „ფურშეტ ჯორჯია“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 404415897) დირექტორი – ტარიელ ჭეიშვილი წარმომადგენელი – იასონ ხარაბაძე მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო წარმომადგენელი – თამთა მაჭარაშვილი დავის საგანი – გადახდისუუნარობის საქმის წარმოება მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევა სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და გამოარკვია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს „ფურშეტ ჯორჯიას“ გადახდისუუნარობის საქმე. 2018 წლის 5 ოქტომბერს კრედიტორთა პირველ კრებაზე სრულად ვერ იქნა განხილული დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით. სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით,
დაადგინა 1. კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2018 წლის 2 ნოემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) სხდომის დარბაზი №28, შემდეგი დღის წესრიგით: 1.1. კრედიტორთა მოთხოვნების აღიარების შესახებ; 1.2. მომრიგებელი საბჭოს წევრების არჩევა. 2. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს „საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge. 3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები