დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-23/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/10/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016533 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
01-23/ნ
25/10/2018
ვებგვერდი, 29/10/2018
470230000.22.035.016533
სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/10/2018 - 22/10/2019)
|
სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმის დამტკიცების თაობაზე
|
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ,,სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ტექნიკური რეგლამენტი –
ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №66 დადგენილებისა და ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული:
|
1.
სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმა (დანართი №1).
|
2.
სამედიცინო პერსონალის შესახებ ანგარიშგების ფორმა სააღმზრდელი საქმიანობის ლიცენზიის მქონე 24-საათიანი ზრუნვის დაწესებულებებისათვის (დანართი№2).
|
| მუხლი 2 |
სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ანგარიშგებას სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ, წინა კალენდარული წლის მდგომარეობით, ახორცილებს ყოველწლიურად 1 აპრილიდან 1 მაისამდე და წარუდგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს. |
| მუხლი 3 |
სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა დაწესებულებებმა ამ ბრძანებით დამტკიცებული №1 და №2 დანართებით განსაზღვრული შევსებული ფორმა უნდა წარადგინონ როგორც ქაღალდის მატარებელზე, ასევე ელექტრონული ფორმით (დისკი/ინფორმაციის (USB) ელექტრონული მატარებელი). |
| მუხლი 4 |
ეთხოვოთ სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მფლობელ დაწესებულებებს მათთან დასაქმებული სამედიცინო პერსონალის შესახებ ამ ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართის შევსებისას იხელმძღვანელონ სამინისტროს ოფიციალიურ ვებგვერდზე (www.moh.gov.ge) განთავსებული დანართის ნიმუშის (Excel) ფორმატით. |
| მუხლი 5 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები