დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 იანვრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 489 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/10/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300010000.10.003.020805 |
|
„საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 იანვრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 იანვრის №44 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/01/2018, 300010000.10.003.020360) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1 საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შემადგენლობა 1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე. 2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი. 4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი. 5. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი. 6. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი. 7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი. 8. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი. 9. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი. 10. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი. 11. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი. 12. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი. 13. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო პროცესის ერთიანობის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი. 14. სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი, კომისიის წევრი. 15. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციის სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი, კომისიის მდივანი.“. 2. დადგენილების №2 დანართით დამტკიცებული საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. კომისიის სხდომის გამართვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი 1. კომისია საქმიანობას ახორციელებს სხდომების, მათ შორის, ელექტრონული სხდომების მეშვეობით. 2. კომისიის ელექტრონული სხდომა ტარდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. 3. კომისიის სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან კომისიის წევრის წერილობითი თხოვნის საფუძველზე. კომისიის სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 4. კომისიის სხდომების მოწვევის ორგანიზება და საქმიანობის კოორდინაცია ხორციელდება კომისიის წევრებისათვის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეტყობინების გაგზავნის გზით. 5. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი, გარდა ელექტრონული ფორმით ჩატარებული სხდომის შემთხვევისა. 6. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას, კენჭისყრის შედეგად, მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, ხოლო ელექტრონული ფორმით ჩატარებული სხდომის შემთხვევაში – კომისიის წევრების უმრავლესობის მიერ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით პოზიციის დადასტურების შემთხვევაში. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 7. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. ოქმში უნდა აისახოს კომისიის ნებისმიერი წევრის მიერ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზი ან სხდომაზე გამოთქმული ნებისმიერი განსხვავებული აზრი. 8. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, სათათბირო ხმის უფლებით, შეიძლება, მიწვეულ იქნენ სახელმწიფო რწმუნებულები − გუბერნატორები, ასევე სხვა პირები, რომლებიც არ შედიან კომისიის შემადგენლობაში. ამასთან, კომისიის წევრები და კომისიის შემადგენლობაში სათათბირო ხმის უფლებით მიწვეული პირები კომისიის მუშაობაში უნდა მონაწილეობდნენ პირადად, სხდომაზე დასწრების გზით ან მათ მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები