საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3624-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/10/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250000.04.001.016250
3624-Iს
31/10/2018
ვებგვერდი, 21/11/2018
010250000.04.001.016250
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) 164-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების ორგანოებს უფლება აქვთ, სხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, სადაც განსახლებული არიან ის იძულებით გადაადგილებული პირები – დევნილები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, განახორციელონ მათი საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებებით გათვალისწინებული მხოლოდ ის ღონისძიებები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება აღნიშნულ პირთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნებამდე მათთვის დახმარების გაწევას და სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, აგრეთვე „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებულ უფლებამოსილებებს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

31 ოქტომბერი 2018 წ.

N3624-Iს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.