დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3586-Iს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 31/10/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/11/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 080180020.05.001.019225 |
|
„ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1.
„ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 11.07.2007, მუხ. 246) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი და მომწამვლელი ნივთიერებების დაცვას, რომლებიც მოთავსებულია სამხედრო ნაწილებში ან ინახება განსაზღვრულ ადგილებში; საქართველოს საჰაერო სივრცეში ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში ორგანიზებას უწევს საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების მომზადებასა და გამოყენებას; მონაწილეობს სამხედრო ობიექტებზე ჩატარებულ კონტრტერორისტულ ოპერაციებში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
|
ქუთაისი, 31 ოქტომბერი 2018 წ. N3586-Iს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები