დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ცენტრალური გამწვევი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №406 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 488 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/10/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/10/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120260020.10.003.020804 |
|
„ცენტრალური გამწვევი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №406 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ცენტრალური გამწვევი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №406 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/06/2014, 120260020.10.003.018026) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:
1. დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №1
ცენტრალური გამწვევი კომისიის შემადგენლობა 1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − კომისიის თავმჯდომარე. 2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე (თანათავმჯდომარე). 3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი. 4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი. 5. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი. 6. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი. 7. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე − კომისიის წევრი. 8. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე − კომისიის წევრი. 9. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი − კომისიის წევრი. 10. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენელი − კომისიის წევრი. 11. საქართველოს მთავარი პროკურატურის თავდაცვის და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი. 12. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი. 13. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი. 14. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი. 15. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტის წარმომადგენელი − კომისიის წევრი, კომისიის მდივანი.“. 2. №2 დანართის მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე (თანათავმჯდომარე) ასრულებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს. 4. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე (თანათავმჯდომარე) ან კომისიის თავმჯდომარის დავალებით − კომისიის სხვა წევრი.“. 3. №3 დანართის: ა) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ლია ყანდაშვილი − ნევროპათოლოგი;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები