შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - თინათინ ლევიძე)

  • Word
შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - თინათინ ლევიძე)
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები შპს „კონსალტინგ გრუპს“
მიღების თარიღი 12/10/2018
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/10/2018
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
12/10/2018
ვებგვერდი, 16/10/2018
შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - თინათინ ლევიძე)
შპს „კონსალტინგ გრუპს“

 

საჯარო შეტყობინება (პუბლიკაცია) აუქციონის დანიშვნის შესახებ

საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: CD 078

 

სპეციალისტი:  შპს „კონსალტინგ გრუპს”   ს/კ 404483536 

დირექტორი: გიორგი ლოლაშვილი

მისამართი:  ქ. თბილისი, უშ. ჩხეიძის ქუჩა 23

ელ ფოსტა:   auction@consultinggroups.com.ge

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 306 2 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, სპეციალისტი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების (პუბლიკაციის) შესახებ. საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

 

სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის  სახელზე რიცხულ, კრედიტორის ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

 

კრედიტორი: სს _ თიბისი ბანკი (ს/კ 204854595)

მესაკუთრე/მსესხებელი: თინათინ ლევიძე, პირადი N 01024032926

იპოთეკის ხელშეკრულება: 12312359995, თარიღი 04/07/2012

ვალდებულების წარმოშობა: 04/07/2012 წლის N0056.2138263.001 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება;  13/07/2012   2138263-2157789 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;

იპოთეკის რეკვიზიტები: მისამართი : ქ. თბილისი, ქუჩა დ. გამრეკელი (ყოფილი კუტუზოვის ქუჩა), №17, სართული 4, ბინა №7, საკადასტრო კოდი: 01.10.14.030.007.01.505

სასესხო დავალიანების ჯამური ოდენობა: ჯამში: 80000 აშშ დოლარი, მათ შორის: ძირი – 54604,28 აშშ დოლარი, პროცენტი – 14432,08 აშშ დოლარი, ჯარიმა – 10509,16 აშშ დოლარი, დაზღვევა – 454,48 აშშ დოლარი, სხვა ხარჯები: სპეციალისტის ავანსი 590 ლარი.

           

აუქციონის ჩატარების დრო:  22/10/2018 12:00 საათიდან  24/10/2018 14:00 საათამდე

აუქციონის ჩატარების ადგილი: ვებსაიტი www.eAuction.ge

უძრავი ნივთის საწყისი ფასი:  62653.00  აშშ დოლარი და  590.00  ლარი

უძრავი ნივთის აღწერა:  ქ. თბილისი, ქუჩა დ. გამრეკელი (ყოფილი კუტუზოვის ქუჩა), №17, სართული 4, ბინა №7, 92,84 კვ.მ.

გარდამავალი უფლებები:  არა

აუქციონის პირობები: 

ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის, კრედიტორს, მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს; ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით: 1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით; 2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge-ს ვებ გვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე 3. eAuction.ge-ს ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით; 4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით. გაცემული კრედიტორს (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 15 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა.გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის  1%-იანი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს; დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეცილისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 2 საბანკო დღის მანძილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი; ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს „კონსალტინგ გრუპს” მასზე გადასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.

ყურადღება: ქონების რეალიზაცია შესაძლებელია თავიდან იქნეს აცილებული, თუ ნებისმიერი პირი (მათ შორის, მსესხებელი, უძრავი ქონების მესაკუთრე ან/და სხვა დაინტერესებული პირი) აუქციონის დაწყებამდე განახორციელებს მსესხებლის მიერ კრედიტორის მიმართ არსებული სასესხო და მასთან დაკავშირებული ხარჯების დავალიანების სრულად დაფარვას.ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.

სპეციალისტი:   შპს კონსალტინგ გრუპს”, ს/კ 404483536 

დირექტორი       გიორგი ლოლაშვილი