„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 11/10/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 040230000.17.010.016070
6
11/10/2018
ვებგვერდი, 15/10/2018
040230000.17.010.016070
„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
 
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №6

2018 წლის 11 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 14/12/2005, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 040.230.000.17.010.007.931) დამტკიცებული  „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულებაში“ შევიდეს ცვლილება და 71 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.  მაუწყებელს  (გარდა  საზოგადოებრივი  მაუწყებლისა  და  საზოგადოებრივი  მაუწყებლის  აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი), რომელსაც დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის ესაჭიროება რადიოსიხშირული სპექტრი, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს კომისიის გადაწყვეტილებით. ამ შემთხვევაში მაუწყებელი იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა განისაზღვრება ამავე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ფორმულის შესაბამისად. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, არასტაციონარული/მოძრავი გადამცემი სადგურის გამოყენების შემთხვევაში, დანართი №6-ში მოცემული ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით ადგილობრივი მომსახურების ზონის გეოგრაფიული კოეფიციენტის რიცხვითი მნიშვნელობების ნაცვლად, გეოგრაფიული კოეფიციენტის  Kg რიცხვითი მნიშვნელობა თითოეული გადამცემი სადგურისთვის გაუტოლდება ერთს. .

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრიელისო ასანიძე
თავმჯდომარეკახი ბექაური
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე