„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 11/10/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/10/2018
ძალაში შესვლის თარიღი 11/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 010220020.17.010.016071
7
11/10/2018
ვებგვერდი, 15/10/2018
010220020.17.010.016071
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №7

2018 წლის 11 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63- დანორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1.   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტი;“

2. დაემატოს 151 მუხლი შემდეგი რედაქციით:

მუხლი 151.   მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტი

1. მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის ძირითადი მიმართულებებია:

ა) საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის სტრატეგიის შემუშავება;

ბ) საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, მედიაწიგნიერების მიმართულებით;

გ) საზოგადოებაში მედიაწიგნიერების მდგომარეობის შეფასების, გამოწვევების იდენტიფიცირებისა და მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით კვლევების ჩატარება;

დ) არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვის ხელშეწყობა.  

2. მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) ლიდერობის, კოორდინაციისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობისათვის და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება;

ბ) საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა მედიაწიგნიერების მიმართულებით და ამ მიზნით სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და  შესაბამის  სამიზნე ჯგუფებთან  თანამშრომლობა (პარტნიორობა);

გ) მედიაწიგნიერების კვლევითი პროგრამების შემუშავება, მედიაწიგნიერების კუთხით არსებული მდგომარეობისა და გამოწვევების  შეფასების მიზნით;

დ) საზოგადოებაში მედიაწიგნიერების მდგომარეობის შეფასების, გამოწვევების იდენტიფიცირებისა და მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით კვლევების ჩატარება, კვლევის შედეგების ანალიზი და შეფასება;

ე) ცნობიერების ამაღლებისთვის შესაბამისი მასალის მომზადება და მისი  ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;  

ვ) პროექტების განხორციელება სხვადასხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად;

ზ) საგანმანთლებლო პროექტების განხორციელება ცნობიერების ამაღლების კუთხით   განათლების ყველა საფეხურზე (სკოლამდელი, სასკოლო ასაკისა და სკოლის  შემდეგომ);

თ) მოსწავლეებსა და სტუდენტებთან, ასევე მშობლებთან, მასწავლებლებთან და შესაბამის სამიზნე აუდიტორიასთან  მედია  და ციფრული წიგნიერების განვითარების უნარების გაუმჯობესებისათვის სტრატეგიის შემუშავება და აღსრულება;  

ი) არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვის ხელშეწყობა და ამ მიზნით საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.


მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარეკახი ბექაური
კომისიის წევრიელისო ასანიძე
კომისიის წევრიმერაბ ქათამაძე
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.