„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 მარტის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 მარტის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 112
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 21/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/12/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 130070000.63.075.016082
112
21/12/2018
ვებგვერდი, 21/12/2018
130070000.63.075.016082
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 მარტის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №112

2018 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 მარტის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 მარტის №33 ბრძანებით (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 30/03/2017, სარეგისტრაციო კოდი: 130070000.63.075.016052) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. იზოლატორში, როდესაც ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, მოთავსებულ პირთათვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევას უზრუნველყოფს სამმართველოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოსამსახურე.“.

2. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი:

„ო1) კომპეტენციის ფარგლებში აღრიცხავს და ინახავს იზოლატორის საქმიანობასთან დაკავშირებულ ბრძანებებს, ინსტრუქციებს, საიდუმლო საქმეებსა და სხვა დოკუმენტაციას;“.

3. მე-17 მუხლის:
ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) აკონტროლებს იზოლატორში პირის მოთავსების პროცედურის განხორციელებას, უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 მარტის №31 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს შინაგანაწესისა (შემდეგში – შინაგანაწესი) და იზოლატორის დღის განრიგის დაცვას;“

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) იზოლატორის მოსამსახურეებს აცნობს ბრძანებებსა და მითითებებს, კონტროლს უწევს იზოლატორში საქმისწარმოების განხორციელებასა და იზოლატორში მოთავსებულ პირთა ერთიან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ინფორმაციის სრულყოფილად განთავსებას;“;

გ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) წარმოადგენს იზოლატორს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას და კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს იზოლატორში მომზადებულ დოკუმენტებს;“;

დ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ამზადებს და სამმართველოს ხელმძღვანელობას დასამტკიცებლად წარუდგენს  იზოლატორის მოსამსახურეთა საგუშაგოზე მორიგეობის გრაფიკებს;“;

ე) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) დაუყოვნებლივ ატყობინებს სამმართველოს ხელმძღვანელობასა და მონიტორინგის დანაყოფს დროებითი მოთავსების იზოლატორში:

ჟ.ა) სუიციდის ან/და თვითდაზიანების მიყენების მცდელობის შესახებ;

ჟ.ბ) მოთავსებული პირის მხრიდან შიმშილობის გამოცხადების/შეწყვეტის შესახებ;

ჟ. გ) მოთავსებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების და მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის აუცილებლობის შესახებ;

ჟ.დ) მოთავსებული პირის იზოლატორიდან დროებით გაყვანის შესახებ;

ჟ.ე) მოთავსებული პირის მხრიდან პრეტენზიის გამოთქმის შესახებ;

ჟ.ვ) მოთავსებული პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გამოთქმული ჩივილების თაობაზე;

ჟ.ზ) მოსათავსებელი ან მოთავსებული პირის მიერ სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ნივთის (იარაღი, ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა, ცივი იარაღი, სამედიცინო დანიშნულების საგანი და სხვა მსგავსი ნივთი, ასევე ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერებები, ყალბი დოკუმენტაცია და ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც ამოღებულია სამოქალაქო ბრუნვიდან) წარმოდგენის, აგრეთვე იზოლატორის მოსამსახურის მიერ აღნიშნული ნივთის აღმოჩენის შესახებ;

ჟ.თ) წარმოქმნილი კონფლიქტური სიტუაციის შესახებ;

ჟ.ი) მოთავსებული სხვა ქვეყნის მოქალაქეების, მოქალაქეობის არმქონე პირების, არასრულწლოვნებისა და ქალების შესახებ;

ჟ.კ) მოსათავსებელი ან მოთავსებული პირის მხრიდან პირველად სამედიცინო შემოწმებაზე ან/და სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის თაობაზე;

ჟ.ლ) შინაგანაწესის მე-20 მუხლით გათვალისწინებული პირების იზოლატორში მისვლის შესახებ;

ჟ. მ) მოსათავსებელი პირის იზოლატორში არმიღების შესახებ;

ჟ. ნ) მომხდარი შემთხვევის თაობაზე, რომლის დროსაც გამოყენებულ იქნა შინაგანაწესის მე-14 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები;

ჟ.ო) მოთავსებული პირის მიერ შინაგანაწესის დარღვევის შესახებ;

ჟ.პ) მომხდარი ფაქტების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის იზოლატორის ნორმალურ ფუნქციონირებას;

ჟ. ჟ) საგანგებო სიტუაციის არსებობის შესახებ.“;

ვ) „რ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. მე-18 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) დაუყოვნებლივ ატყობინებს იზოლატორის უფროსს ამ დებულების მე-17 მუხლის „ჟ.ა“–„ჟ.ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფაქტების შესახებ;“;

ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ზედამხედველობას უწევს იზოლატორში მოსამსახურეების მორიგეობის განრიგის და საგუშაგო გრაფიკის შესრულებას;“;

ა.გ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) ადგენს ოქმებსა და სხვა შესაბამის დოკუმენტაციას;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იზოლატორის ცვლის უფროსს ეკრძალება, დატოვოს იზოლატორის შენობა ან გაათავისუფლოს მის სამორიგეო ცვლაში მყოფი იზოლატორის მოსამსახურეები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეუძლებელი ხდება მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულება და არსებობს იზოლატორის უფროსის ან სამმართველოს ხელმძღვანელობის თანხმობა.“.

5. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დაუყოვნებლივ ატყობინებს იზოლატორის ცვლის უფროსს ამ დებულების მე-17 მუხლის „ჟ.ა“-„ჟ.ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფაქტების შესახებ;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ესწრება ოქმებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენას;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსივახტანგ გომელაური