„წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3597-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/10/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 480330000.05.001.019230
3597-Iს
31/10/2018
ვებგვერდი, 21/11/2018
480330000.05.001.019230
„წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30.06.2017, სარეგისტრაციო კოდი: 480330000.05.001.018531) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს თავდაცვის ძალების სამედიცინო სამსახურს მათი სამედიცინო პერსონალის, სამედიცინო ქვედანაყოფისა და სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების აღსანიშნავად. სასულიერო პირი, რომელიც ახლავს საქართველოს თავდაცვის ძალებს, სარგებლობს ისეთივე დაცვით, როგორითაც სარგებლობს საქართველოს თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი, და უფლებამოსილია იდენტიფიცირებულ იქნეს ემბლემით;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პერსონალს, სამედიცინო დაწესებულებასა და სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებას, რომლებიც საქართველოს თავდაცვის ძალების სამედიცინო სამსახურის განკარგულებაში იმყოფებიან და უფლებამოსილი არიან, გამოიყენონ ემბლემა დამცავი ფუნქციით ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“.

2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8

საქართველოს თავდაცვის ძალების სამედიცინო-სანიტარიულ სამსახურს თავისი პერსონალისა და სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების აღსანიშნავად ემბლემის დამცავი ფუნქციით გამოყენების უფლება აქვს როგორც შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ისე მშვიდობიან პერიოდში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

31 ოქტომბერი 2018 წ.

N3597-Iს