„წალკის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„წალკის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/10/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.155.016303
46
10/10/2018
ვებგვერდი, 16/10/2018
010260020.35.155.016303
„წალკის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტი
 

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №46

2018 წლის 10 ოქტომბერი

ქ. წალკა


 

„წალკის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და  24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„წალკის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №32 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 11/12/2017, 010260020.35.155.016243) დამტკიცებულ „წალკის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 17.  მერის წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში

1. მერის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. მერის წარმომადგენელი სამსახურში მიიღება კონკურსის წესით.

3. მერის წარმომადგენლის ცვლილების შემთხვევაში ცხადდება კონკურსი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილებით დადგენილი წესით.

4. მერის წარმომადგენელი ინიშნება კონკურსის წესით და თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.

5. მერის წარმომადგენელი:

ა) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს მერიასთან;

ბ) აკონტროლებს და მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოს და მერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

გ) მერს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

დ) უზრუნველყოფს მერის დავალებით მოთხოვნილი მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვებას;

ე) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისთვის გაცნობას;

ვ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;

ზ) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს მერს;

თ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს;

ი) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო-სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში, მერიის შესაბამისი სამსახურის ხელშეწყობის მიზნით;

კ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, პირის მიმდინარე ეტაპზე კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტს, საქართველოს მოქალაქის კონკრეტულ მისამართზე წარსულში ცხოვრების (კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევაში მემკვიდრეობის საკითხის განხილვისას) ან/და უძრავი ქონების ფლობის ფაქტს;

ლ) მოქალაქეებზე გასცემს ცნობებს:

ლ.ა) საქონლის ადგილწარმოშობის შესახებ;

ლ.ბ) პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;

ლ.გ) პირის მიერ უძრავი ქონების ფლობის შესახებ;

ლ.დ) მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების დადასტურების შესახებ;

ლ.ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობებს;

მ) „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით ახორციელებს დაბადების (თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ, დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე) რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვას, პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენას და პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვას;

ნ) „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში ასრულებს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირის (წარმომადგენლის) უფლებამოსილებებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენისა და უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების პროცესში;

ო) ასრულებს მერის სხვა დავალებებს.

6. მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

7. მერის წარმომადგენელზე მერის დავალება გაიცემა და დავალების შესრულებაზე ინფორმაცია მიიღება უშუალოდ მერის ან მერის დავალებით, მერიის შესაბამისი სამსახურის ან/და კომისიის მეშვეობით, მათთვის მიკუთვნებული კომპეტენციების შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2018 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი