დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 ნოემბრის №584 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 487 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/10/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130000000.10.003.020803 |
|
„სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 ნოემბრის №584 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 ნოემბრის №584 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/11/2015, 130000000.10.003.018970) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის:
1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“. 2. მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი: „111. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპეციალური პენიტენციური სამსახური.“. 4. მე-14 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 პუნქტი: „141. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო .“. 5. ბოლოს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა: „შენიშვნა: 1. ამ დანართის პირველი – მე-11 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტს წარმოადგენს შესაბამისი სამინისტროს/უწყების მთლიანი სისტემა ამავე დანართის მე-13 პუნქტის გათვალისწინებით. 2. ამ დანართის 111 – 141 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, შესაბამისი დაწესებულება წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე დამოუკიდებელ სუბიექტს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები