დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 05 აპრილის 58/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 223/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 10/10/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016348 |
|
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №58/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის 58/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 05/04/2018; ს/კ: 220090000.18.011.016292) დამტკიცებული წესის:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი: „პ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან დაცვის საგანგაშო ღილაკის მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, საგანგაშო ღილაკის დამონტაჟების შეუძლებლობის შემთხვევაში – შესაბამისი ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.“ . 2. მე-7 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს გარეპერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით გათვალისწინებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის პარამეტრებსა და მახასიათებლებს. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია გარეპერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით დამონტაჟება, მაშინ დაინტერესებული მეწარმე სუბიექტი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის მიზნით, ვალდებულია, წარმოადგინოს ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გარეპერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ამ წესის მოთხოვნებისაგან განსხვავებული განლაგებით დამონტაჟების თაობაზე.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი „11. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული ინფორმაცია, შესაბამისი ჩანაწერებით ინახება და მისი ამოღება ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარეპერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის“ შესაბამისად.“. 3. მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 მუხლი: „მუხლი 8. გარდამავალი დებულებანი რეგისტრირებულმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 2019 წლის პირველ მარტამდე უზრუნველყონ თავიანთი საქმიანობის ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტითა და მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან დაცვის საგანგაშო ღილაკის მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ასლის (შესაძლებლობის შემთხვევაში) და გარეპერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტის ასლის ეროვნულ ბანკში წარმოდგენა“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები