„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესი და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 115
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 10/10/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016804
115
10/10/2018
ვებგვერდი, 10/10/2018
140130000.22.034.016804
„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესი და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №115

2018 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესი და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესი და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებით (ვებგვერდი, 01/08/2012, სარეგისტრაციო კოდი – 140130000.22.034.016122) დამტკიცებულ წესსა და პირობებში შეტანილ იქნეს ცვლილება და 48-ე მუხლის:

1. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს მოქალაქეზე (მათ შორის, საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელსაც ასევე მინიჭებული აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეობა) უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის შეცვლა არ განხორციელდება, თუ:

ა) ამოწურულია შესაცვლელად წარმოდგენილი, უცხო ქვეყნის მიერ გაცემულ მართვის მოწმობის მოქმედების ვადა;

ბ) დაინტერესებული პირი არ უზრუნველყოფს შესაცვლელი, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის სააგენტოსათვის ჩაბარებას;

გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოება, რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის პირს უკრძალავს სატრანსპორტო საშუალების მართვას;

დ) საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობაში მითითებული კატეგორიის/ქვეკატეგორიის იდენტური კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებას ან მოწმობით განსაზღვრული კატეგორიებიდან/ქვეკატეგორიებიდან ითვალისწინებს, მხოლოდ რომელიმეს და დაინტერესებული პირი უარს აცხადებს მართვის მოწმობის ნაკლები კატეგორიით/ქვეკატეგორიით მიღებაზე;

ე) დაინტერესებული პირის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების სრულყოფილად წარმოდგენა;

ვ) თუ არსებობს საქართველოს მიერ გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარემოება, რომელიც ზღუდავს უცხოეთში გაცემული მძღოლის მოწმობის შეცვლას;

ზ) საქართველოს მოქალაქეს (მათ შორის, საქართველოს ის მოქალაქე, რომელსაც ასევე მინიჭებული აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეობა) მართვის მოწმობის გაცემის თარიღამდე უკანასკნელ უწყვეტ თორმეტ თვიან პერიოდში სულ მცირე 185 კალენდარული დღე  არ  უცხოვრია მართვის მოწმობის გამცემ უცხო ქვეყანაში;

თ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.“.

2. მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

შენიშვნა:

1. ამ მუხლის მე-6 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, პირის მართვის მოწმობის გამცემ უცხო ქვეყანაში საზღვრის კვეთის ფაქტი უნდა დადასტურდეს საზღვრის კვეთის შესახებ შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური უწყების მიერ გაცემული დოკუმენტით.

2. ამ მუხლის მე-6 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, სააგენტო უფლებამოსილია გადაამოწმოს დაინტერესებული პირის უცხო ქვეყანაში ცხოვრების ფაქტი და ამ მიზნით დაამუშაოს ამ პირის შესახებ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ მონაცემები. თუ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ მონაცემებით დადასტურდა ამ შენიშვნის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოების საწინააღმდეგო ფაქტი, სააგენტო უარს ეტყვის დაინტერესებულ პირს მართვის მოწმობის შეცვლაზე.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია