„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 78
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 10/10/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/10/2018
ძალაში შესვლის თარიღი 15/10/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 12/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.016625
78
10/10/2018
ვებგვერდი, 11/10/2018
040030000.22.026.016625
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №78

2018 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №36 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (ვებგვერდი, 21/05/2018, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.016583) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „კ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„კ) ქუთაისის სამედიცინო ცენტრი:

კ.ა) ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური განყოფილება;

კ.ბ) თერაპიისა და ფსიქო-ნევროლოგიის განყოფილება;

კ.გ) ადმინისტრაცია;

კ.დ) გადაუდებელი დახმარების განყოფილება.“.

2. მე-14 მუხლის შემდეგ დაემატოს 14მუხლი შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 141. ქუთაისის სამედიცინო ცენტრი

1. ცენტრის მიზანია სრულყოფილი, სანდო და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა.

2. ცენტრის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ამ დებულების პირველი და მე-2 მუხლებით განსაზღვრული პირებისათვის, ამავე მუხლებით დადგენილი წესითა და პირობებით შესაბამისი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა;

ბ) ჰოსპიტლის მიზნებიდან გამომდინარე, საქმიანობის კოორდინაცია და ტექნიკური უზრუნველყოფის მონიტორინგი;

გ) ცენტრის საქმისწარმოების სისტემის პროცედურული საკითხების ორგანიზება, დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში მატერიალური და ელექტრონული სახით შემოსული კორესპონდენციის ბაზაში ასახვა/რეგისტრაცია, დამუშავება, კლასიფიკაცია და სარეზოლუციო ადრესატისათვის გაგზავნა დადგენილი წესითა და საჭიროების შესაბამისად;

დ) ჰოსპიტლის დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში შექმნილი და დაცული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ასლების დამოწმება დადგენილი წესისა და საჭიროების შესაბამისად;

ე) ადამიანური რესურსების პროცედურული მართვა;

ვ) განცხადებებსა და ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

ზ) სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში ჰოსპიტლის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

თ) ჰოსპიტლის დირექტორის სამართლებრივი აქტების მომზადება;

ი) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;

კ) ქუთაისის სამედიცინო ცენტრის შესაბამისი პროცედურების გაუმჯობესების მიზნით წინადადებების შემუშავება და ჰოსპიტლის დირექტორისთვის წარდგენა.

3. ცენტრი უფლებამოსილია, განახორციელოს სამხედრო მოსამსახურეთა სამედიცინო შემოწმების ორგანიზება და შესაბამისი დასკვნების მომზადება.

4. ცენტრს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი ბეჭედი, შტამპი და ბლანკი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 15 ოქტომბრიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია