„პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის N287 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის N287 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-16/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 10/10/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/10/2018
ძალაში შესვლის თარიღი 10/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.035.016525
01-16/ნ
10/10/2018
ვებგვერდი, 10/10/2018
010170000.22.035.016525
„პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის N287 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
„პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის N287 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-16/ნ

2018 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (3024-რს; 05/07/2018; ვებგვერდი, 11/07/2018; 010240010.05.001.018929) მე-2 მუხლის მე-19 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაში (ვებგვერდი, 19/07/2013; 010170000.22.029.016057) (შემდგომში – ბრძანება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ (დანართი №1):

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს და ტერმინთა შემოკლებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სააგენტო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო;

ბ) დევნილის სტატუსის მაძიებელი პირი/განმცხადებელი – დაინტერესებული პირი, რომელიც მიმართავს სააგენტოს ან მის ტერიტორიულ ორგანოს დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით;

გ) დევნილი – პირი, რომელსაც „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონიის მე-6 მუხლის საფუძველზე ამ წესის შესაბამისად მიენიჭება იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსი;

დ) დეპარტამენტი – სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტი;

ე) დევნილის მოწმობა – სააგენტოს ან მის სისტემაში შემავალი ტერიტორიული ორგანოს მიერ დევნილზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებას. თუ დევნილის რეგისტრაციის ადგილი და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი ერთმანეთს ემთხვევა, დევნილის მოწმობა ასევე არის საცხოვრებელი ფართობის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შემთხვევისა;

ვ) მონაცემთა ბაზა – დევნილების მონაცემთა ბაზა, რომლის ადმინისტრირებასაც ახორციელებს სააგენტო ამ წესის მე-2 მუხლის შესაბამისად;

ზ) დევნილი ოჯახი – განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად  მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი);

თ) დევნილის რეგისტრაციის ადგილი – სააგენტოში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა;

ი) დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი – დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.

კ) დევნილის შემწეობა − დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური გასაცემელი;

ლ) დევნილთა რეგისტრაცია – სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში დევნილთა აღრიცხვა-რეგისტრაცია და, საჭიროების შემთხვევაში, დევნილის მოწმობის გაცემა.“;

ბ) მე-2 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირი დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ წერილობითი განცხადებით პირადად მიმართავს სააგენტოს ან მის ტერიტორიულ ორგანოს.“;

ბ.ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სააგენტოს ან სააგენტოს იმ ტერიტორიული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;“;

ბ.გ) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დევნილის შეხედულებისამებრ ან/და სააგენტოს მოთხოვნის შესაბამისად საჭირო ის საბუთები და მტკიცებულებები, რომლებიც იწვევს საფუძვლიან ვარაუდს იმისა, რომ პირის მოთხოვნა დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ შეესაბამება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრულ გარემოებებს.“;

ბ.დ) მე-7 – მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით სააგენტოს ან მის ტერიტორიულ ორგანოს მიმართავს არასრულწლოვანი პირის მშობელი (მშობლები) ან მისი სხვა კანონიერი წარმომადგენელი.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განცხადებასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს არასრულწლოვანი პირის დაბადების მოწმობა, მშობლის (მშობლების) პირადობის მოწმობა, დევნილის მოწმობა და მშობლის (მშობლების) ან მისი სხვა კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე. სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა არ მოითხოვება იმ შემთხვევაში, თუ მშობელი (მშობლები) ან არასრულწლოვანი პირის სხვა კანონიერი წარმომადგენელი ამ თანხმობას პირადად განცხადებით წარუდგენს სააგენტოს დირექტორის აპარატის საზოგადოებრივ მისაღებს (სამმართველო)ან სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი (მშობლები) არის დევნილის სტატუსის მაძიებელი პირი და განცხადებაში ითხოვს არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებას, როგორც მშობლის (მშობლების), ასევე არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხი წყდება ერთობლივად.

9. სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია გააცნოს განმცხადებელს სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი და განუმარტოს მისი უფლებები და მოვალეობები. აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება და მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ.

10. იმ შემთხვევაში, თუ პირის განცხადება არ შეესაბამება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და ამ მუხლის მე-3, მე-4, მე-6 და მე-8 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, დეპარტამენტი ან სააგენტოს ტერიტორიული ორგანო განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში აცნობებს განმცხადებელს ხარვეზის შესახებ. ხარვეზის გასწორების ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები და 10 დღეზე მეტი. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი მოითხოვს ხარვეზის გამოსწორებისათვის ვადის გაგრძელებას, დეპარტამენტი ან სააგენტო ტერიტორიული ორგანო მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს 5 დღით, უფლებამოსილია გაუგრძელოს ხარვეზის გამოსწორების ვადა.

11. სააგენტოს ტერიტორიული ორგანო ვალდებულია განცხადება, თანდართული დოკუმენტაციით, დაუყოვნებლივ ასახოს სააგენტოს საქმისწარმოების ელექტრონულ ბაზაში, ხოლო შესაბამისი გასაუბრების კითხვარი, დეპარტამენტს მიაწოდოს გასაუბრების ჩატარებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.

12. დევნილის სტატუსის მაძიებლისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო განცხადების მიღებიდან ერთი თვის  ვადაში.“;

ბ.ე) მე-16 – მე-18 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. დეპარტამენტი ან სააგენტოს ტერიტორიული ორგანო უზრუნველყოფს განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებას, შესაბამისი საბუთებისა (დოკუმენტების) და მტკიცებულებების მოძიებას, საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სათანადო ორგანოებიდან მათ გამოთხოვას.

17. პირს, რომელიც განცხადებით მიმართავს სააგენტოს ან მის ტერიტორიულ ორგანოს დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე, განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში დეპარტამენტში ან სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოში უნდა ჩაუტარდეს გასაუბრება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების საფუძვლებთან დაკავშირებით. დეპარტამენტში დანიშნულ გასაუბრებაში მონაწილეობა ასევე შეიძლება მიიღონ სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულების მოსამსახურეებმაც. გასაუბრების დროს ივსება დადგენილი ფორმის კითხვარი, რომლის ფორმას, ასევე გასაუბრებაზე და კითხვარის ფორმის შევსებაზე სააგენტოს უფლებამოსილ თანამშრომლებს განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მითითებულ ვადებში გასაუბრებაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში შეჩერდება დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე  პირის განცხადების განხილვა.

18. თუ განმცხადებელმა ობიექტური მიზეზების გამო (ხანდაზმულობა, მძიმე ავადმყოფობა, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ყოფნა და სხვ.) ვერ შეძლო სააგენტოში ან მის ტერიტორიულ ორგანოში გამოცხადება, ასეთ შემთხვევაში სააგენტოს ან მისი ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია, განმცხადებლის მოთხოვნით, ადგილსამყოფელზე მისვლით განახორციელოს სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურები (გასაუბრება, კითხვარის შევსება და სხვა).“;

ბ.ვ) მე-20 – 221-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20. დეპარტამენტი საკითხის შესწავლის შემდგომ ამზადებს დასკვნას პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, რომელსაც  ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი, დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანამშრომელი, რომელმაც პირს ჩაუტარა გასაუბრება და შეავსო დადგენილი ფორმის კითხვარი. დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გამოიცემა სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. ამ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია აისახება მონაცემთა ბაზაში.

21. დეპარტამენტი განცხადებელს გადაწყვეტილებას პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე აცნობებს სააგენტოს ცხელი ხაზის ან/და განცხადებაში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) გაგზავნის მეშვეობით, ხოლო – სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე  წერილობითი ფორმით, გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში.

22. დევნილის სტატუსის მინიჭების შემდეგ:

ა) დეპარტამენტის ან სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს მიერ ივსება დევნილის ანკეტა;

ბ) სააგენტოს დირექტორის აპარატის საზოგადოებრივი მისაღების (სამმართველო) ან სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს მიერ, მონაცემთა ბაზის საფუძველზე, ხორციელდება პირის ფოტოგრაფირება და  დევნილის მოწმობის გაცემა  ამ ბრძანებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.

221. თუ დევნილმა ობიექტური მიზეზების გამო (ხანდაზმულობა, მძიმე ავადმყოფობა და სხვ.) ვერ შეძლო სააგენტოში ან მის ტერიტორიულ ორგანოში გამოცხადება დევნილის მოწმობის ასაღებად, ასეთ შემთხვევაში, დეპარტამენტი ან სააგენტოს ტერიტორიული ორგანო, დევნილის მოთხოვნით, ადგილსამყოფელზე მისვლით ახორციელებს პირის ფოტოგრაფირებას.“

ბ.ზ) 24-ე და 25-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„24. დევნილის ანკეტის შევსებასა და დევნილის მოწმობის გაცემას უზრუნველყოფს სააგენტოს დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი (პირები). დევნილის ანკეტაში შეიტანება შემდეგი მონაცემები: დევნილის სახელი, გვარი, მამის სახელი, დაბადების თარიღი და ადგილი, სქესი, მოქალაქეობა, დევნილის პირადი და სარეგისტრაციო ნომერი, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, დევნილის რეგისტრაციის ადგილი, განსახლების ფორმა, ოჯახური მდგომარეობა, განათლება, პროფესია, წარმოდგენილი დოკუმენტების დასახელებები და მათი რეკვიზიტები. ანკეტა შეიცავს დევნილის ფოტოსურათს, გარდა 6 წლამდე ასაკის დევნილის ანკეტისა (არასრულწლოვნის პირადი ნომერი სტატუსის მინიჭებისათვის სავალდებულოა).

25. დევნილის ანკეტაში მიეთითება მისი შევსების თარიღი და ადგილი. დევნილის ანკეტას ელექტრონულად ხელს აწერს სააგენტოს დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული ანკეტის შევსებაზე უფლებამოსილი პირი და დევნილი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი. ანკეტაში შეტანილი უნდა იქნეს აგრეთვე ინფორმაცია ცვლილებისა და დამატებების შესახებ. პირი, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები და დამატებები, ელექტრონულად პირადი ხელმოწერით ადასტურებს აღნიშნულს. ამ პუნქტით და ამავე მუხლის 31-ე პუნქტით გათალისწინებულ ელექტრონულ ხელმოწერის პროცედურას უზრუნველყოფს სააგენტოს დირექტორის აპარატის საზოგადოებრივი მისაღები (სამმართველო).“;

ბ.თ) 28-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„28. დევნილის მოწმობაში აისახება ის აუცილებელი პერსონალური (საიდენტიფიკაციო) მონაცემები, რომლებიც სააგენტოს გააჩნია დევნილის სტატუსის მქონე პირის შესახებ და იძლევა პირის იდენტიფიკაციის საშუალებას.“;

ბ.ი) 30-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„30. დევნილის მოწმობა გაიცემა ყველა ასაკის დევნილზე. თითოეულ დევნილს სააგენტოს მიერ ენიჭება სარეგისტრაციო ნომერი.“;

ბ.კ) 33-ე – 37-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„33. დევნილი უფლებამოსილია მიაწოდოს სააგენტოს ინფორმაცია და წერილობითი ფორმით მოითხოვოს შესწორების შეტანა მის შესახებ არსებულ პერსონალური (საიდენტიფიკაციო) ხასიათის მონაცემებში.

34. დევნილზე სააგენტოში არსებული არასრული პერსონალური (საიდენტიფიკაციო) მონაცემების არსებობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია მოსთხოვოს მას ამ მონაცემების შევსება.

35. დევნილის სტატუსის მინიჭებაზე პირისათვის უარის თქმის შემთხვევაში პირს ახალი განცხადებით სააგენტოსადმი მიმართვის უფლება აქვს, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო პირისათვის უარის თქმას, შეიცვალა და არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოებანი, რომლებიც იწვევენ საფუძვლიან ვარაუდს, რომ პირი აკმაყოფილებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრულ პირობებს.

36. მონაცემთა ბაზაში დაცულ დევნილის პერსონალურ მონაცემებში ცვლილება, ასევე დამატებითი ინფორმაციის ასახვა, ხორციელდება სააგენტოს დირექტორის თანხმობით დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე შესაბამისად უფლებამოსილი დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ. მონაცემთა ბაზაში არსებული დევნილის რეგისტრაციის ადგილისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის ცვლილება ხორციელდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

37. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, დევნილის შემწეობის შეჩერების, შეწყვეტის და აღდგენის შემთხვევებში, მონაცემთა ბაზაში შესაბამისი ცვლილების ასახვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტი, რის თაობაზეც სათანადო ინფორმაცია დეპარტამენტის მიერ მიეწოდება სააგენტოს დირექტორს.“;

გ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის წესი

1. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხის შესწავლას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას ახორციელებს დეპარტამენტი. პირისთვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე დასკვნას ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი და დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი, ხოლო დევნილის სტატუსის ჩამორთმევის, აღდგენის ან აღდგენაზე უარის თაობაზე დასკვნას – ასევე თანამშრომელი, რომელმაც პირს ჩაუტარა გასაუბრება და შეავსო დადგენილი ფორმის კითხვარი. პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის, აღდგენის ან აღდგენაზე უარის თაობაზე დასკვნა დეპარტამენტის უფროსის მიერ წარედგინება სააგენტოს დირექტორს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დევნილის სტატუსის ჩამორთმევის და აღდგენის საკითხის მომზადებისას აგრეთვე გამოიყენება ამ წესის მე-2 მუხლის მე-17, მე-18 და მე-19 პუნქტებით გათვალისწინებული გასაუბრების პროცედურა.

3. დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე გამოიცემა  პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის, აღდგენის ან აღდგენაზე უარის შესახებ სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

4. დეპარტამენტი გადაწყვეტილებას დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის ან აღდგენაზე უარის შესახებ პირს აცნობებს წერილობითი ფორმით, ხოლო აღდგენის შესახებ – სააგენტოს ცხელი ხაზის ან/და განცხადებაში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) გაგზავნის მეშვეობით, გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში.

5. პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის, აღდგენის ან აღდგენაზე უარის შესახებ სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დეპარტამენტი ახორციელებს შესაბამის ცვლილებებს მონაცემთა ბაზაში.

6. მონაცემთა ბაზის წვდომაზე და მასში ცვლილებების განხორციელებაზე სააგენტოს უფლებამოსილ თანამშრომლებს განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

დ) მე-4 მუხლის:

დ.ა) პირველ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დევნილთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს სააგენტო დეპარტამენტის და/ან სააგენტოს დირექტორის ბრძანებით შექმნილი სარეგისტრაციო კომისიების მეშვეობით.“;

დ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დევნილთა რეგისტრაციის ჩატარების შესახებ გამოიცემა სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აქტში მითითებული უნდა იყოს რეგისტრაციის ადგილები, თარიღები და რეგისტრაციის გავლის ვადები.“;

დ.გ) მე-11 – მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. დევნილი ითვლება რეგისტრირებულად, თუ სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ვადაში და ადგილზე გაივლის რეგისტრაციას. რეგისტრაციის გავლისას, დეპარტამენტის და/ან სარეგისტრაციო კომისიის მიერ დევნილზე გაიცემა ცნობა რეგისტრაციის გავლის თაობაზე.

12. თუ დევნილმა ობიექტური მიზეზების გამო (ხანდაზმულობა, მძიმე ავადმყოფობა, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ყოფნა და სხვ.) ვერ შეძლო რეგისტრაციის გავლა, ასეთ შემთხვევაში სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია, დევნილის მოთხოვნით, დევნილის ადგილსამყოფელზე მისვლით გადაწყვიტოს დევნილის რეგისტრაციის საკითხი.

13. დაუშვებელია დევნილის რეგისტრაციაში გატარება და დევნილის მოწმობის გამოცვლა (გაცემა) პირზე, რომლის შესახებ სააგენტოს არ გააჩნია შემდეგი პერსონალური (საიდენტიფიკაციო) მონაცემები და დოკუმენტები:

ა) ფოტოსურათი (ფოტოსურათი არ სჭირდება 6 წლამდე ასაკის დევნილს);

ბ) საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა (არასრულწლოვანი დევნილის შემთხვევაში – დაბადების მოწმობა ან პირადობის მოწმობა; საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში – ბინადრობის მოწმობა);

გ) დევნილის ანკეტა;

დ) პირადი ნომერი.“;

დ.დ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. დევნილი ვალდებულია რეგისტრაციის დროს სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ვადებში და ადგილზე დადგენილი წესით წარუდგინოს სააგენტოს უფლებამოსილ პირს ამ მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები, მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია და გაიაროს ფოტოგრაფირების პროცედურა. დოკუმენტების ქსეროასლების გადაღებას და დევნილის ფოტოგრაფირებას ახორციელებს დეპარტამენტი და/ან სარეგისტრაციო კომისია. იმ შემთხვევაში, თუ დევნილს დაკარგული აქვს დევნილის მოწმობა, დეპარტამენტის და/ან სარეგისტრაციო კომისიის სახელზე იგი წერს განცხადებას დევნილის მოწმობის დაკარგვის თაობაზე, რაც ერთვის დევნილის ანკეტას.“;

დ.ე) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. დევნილი ითვლება რეგისტრაციაგაუვლელად, თუ არ გამოცხადდა სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადებსა და ადგილზე და მის მიერ არ იქნა დაცული ამ მუხლის მე-11, მე-13, მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები.“;

დ.ვ) მე-20 – 23-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20. რეგისტრაციის დროს მონაცემთა ბაზაში, დევნილის განცხადების საფუძველზე დევნილის რეგისტრაციის ადგილის  შეცვლა ხორციელდება სააგენტოს დირექტორის შესაბამისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესის საფუძველზე.

21. სააგენტო უზრუნველყოფს ახალი დევნილის მოწმობების გაცემის ორგანიზებას.

22. რეგისტრაციის დროს დევნილი უფლებამოსილია მიაწოდოს სააგენტოს ინფორმაცია და წერილობითი ფორმით მოითხოვოს შესწორების შეტანა მის შესახებ არსებულ საიდენტიფიკაციო და პერსონალურ მონაცემებში დადგენილი წესის შესაბამისად. ასევე, სააგენტო უფლებამოსილია არასრული საიდენტიფიკაციო მონაცემების არსებობის შემთხვევაში, მოსთხოვოს დევნილს ამ მონაცემების შესავსებად საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა.

23. სააგენტოს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადებში რეგისტრაციის დროს მონაცემთა ბაზაში დაცულ დევნილის პერსონალურ მონაცემებში ცვლილებას, ასევე დამატებითი ინფორმაციის ასახვას, ასეთი საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სააგენტოს თანამშრომელი და ამ შემთხვევაში არ მოქმედებს ამ წესის მე-2 მუხლის მე-40 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.“;

დ.ზ) 26-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„26. დეპარტამენტი შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე სააგენტოს დირექტორს წარუდგენს ანგარიშს რეგისტრაციის შედეგების შესახებ და იღებს გადაწყვეტილებებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“;

დ.თ) 28-ე და 29-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„28. დევნილი, რომელიც დადგენილ ვადებში ვერ გაივლის რეგისტრაციას, დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ წერილობითი განცხადებით პირადად მიმართავს სააგენტოს ან მის ტერიტორიულ ორგანოს და გაივლის დევნილის სტატუსის აღდგენის პროცედურებს ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად.

29. ის დევნილი, რომელსაც პირადი განცხადების საფუძველზე დევნილის სტატუსი მიენიჭა დევნილთა სავალდებულო რეგისტრაციის მიმდინარეობის პერიოდში, ჩაითვლება რეგისტრაცია გავლილად და მასზე არ ავრცელდება ამ მუხლის მე-17 პუნქტისა და მე-5 მუხლის მოთხოვნები. მოცემულ შემთხვევაში, დევნილი მიმართავს სააგენტოს განცხადებით დევნილის ახალი მოწმობის გაცემის თაობაზე.“;

ე) წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 მუხლები:

„მუხლი 5. გასაჩივრება

წინამდებარე წესის საფუძველზე გამოცემული დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის თაობაზე სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჩივრდება სასამართლოში.

მუხლი 6. განცხადების მიღება

ამ წესით რეგულირებულ საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (განცხადება/წერილი/ცნობა და სხვა), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, ასევე მიიღება სსიპ – იუსტიციის სახლის ფილიალებში.“

2. ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ფორმა“ (დანართი №2) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

3. ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირის – დევნილის მოწმობის შესახებ დებულების“ (დანართი №3):

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) პირველ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დევნილის მოწმობაში აისახება ის აუცილებელი პერსონალური მონაცემები, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) გააჩნია დევნილის სტატუსის მქონე პირის შესახებ და იძლევა პირის იდენტიფიკაციის საშუალებას.“

ა.ბ) მე-2 პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) სარეგისტრაციო ნომერი (სააგენტოში დაცული დევნილის ანკეტის მიხედვით);

ლ) სააგენტოს დირექტორის ხელმოწერა;“;

ა.გ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დევნილის მოწმობის პირველ გვერდზე, ზედა მარცხენა ნაწილში განთავსებულია სააგენტოს ლოგო, ლოგოს მარჯვენა მხარეს წარწერა ქართულ ენაზე: „საქართველო“, ხოლო ზედა მარჯვენა ნაწილში – დევნილის მოწმობის ნომერი და შტრიხ-კოდი. აღნიშნული მონაცემების ქვემოთ განთავსებულია წარწერა ქართულ ენაზე: „იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობა“. პირველ გვერდზე განთავსებულია დევნილის სტატუსის მქონე პირის ციფრული ფოტოსურათი, დევნილის ელექტრონული ხელმოწერა და მოცემულია შემდეგი ინფორმაცია: დევნილის მოწმობის მფლობელის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, სარეგისტრაციო ნომერი, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე და დროებითი საცხოვრებელი ადგილი (რეგისტრაციის ადგილი). დევნილის მოქმობის მარჯვენა ქვემო ნაწილში განთავსებულია სააგენტოს დირექტორის ხელმოწერა,  მარცხენა ქვემო ნაწილში – გაცემის თარიღი, ხოლო ქვემო შუა ნაწილში დევნილის პირადი ელექრონული ხელმოწერა.

6. დევნილის მოწმობის მეორე გვერდზე ცენტრში განთავსებულია საქართელოს მცირე გერბი და წარწერა „საქართელოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო“, ხოლო ქვემო ნაწილში განთავსებულია წარწერა: „მოწმობა ძალაშია პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად“ სხვადასხვა ფერის და ზომის ოთხკუთხედი გეომეტრიული ფიგურების ფონზე.“;

ბ) მე-3 მუხლის:

ბ.ა) პირველ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დევნილის მოწმობის შევსებას და შეცვლას უზრუნველყოფს სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტი (შემდგომში დეპარტამენტი) ან სააგენტოს ტერიტორიული ორგანო, ხოლო გაცემას – სააგენტოს დირექტორის აპარატის საზოგადოებრივი მისაღები (სამმართველო)  ან სააგენტოს ტერიტორიული ორგანო.“;

ბ.ბ) მე-7 –  მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დევნილის მოწმობის დაკარგვის, დაზიანების, სახელის და/ან გვარის შეცვლის, ჩანაწერში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს აღნიშნულის თაობაზე სააგენტოს ან მის ტერიტორიულ ორგანოს.

8. დევნილის მოწმობის შეცვლის თაობაზე დასაბუთებული მოთხოვნით დევნილის მოწმობის მფლობელი მიმართავს სააგენტოს ან მის ტერიტორიულ ორგანოს წერილობითი განცხადებით.

9. დეპარტამენტი ან სააგენტოს ტერიტორიული ორგანო ათი დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას მოწმობის შეცვლასთან დაკავშირებულ საკითხზე. მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე შესაბამისი ინფორმაცია დეპარტამენტის ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ აისახება მონაცემთა ბაზაში. სააგენტოს დირექტორის აპარატის საზოგადოებრივი მისაღები (სამმართველო)  ან სააგენტოს ტერიტორიული ორგანო, მონაცემთა ბაზის საფუძველზე, არაუმეტეს ერთი თვის ვადაში ახორციელებს დევნილის მოწმობის გაცემას.“;

ბ.გ) მე-13, მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტებს შეეცვალოს ნუმერაცია და ჩაითვალოს მე-12, მე-13, მე-14, მე-15 პუნქტებად.

ბ.დ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. დევნილის მოწმობის შეცვლისას ახალი მოწმობის მიღებამდე სააგენტო უზრუნველყოფს დევნილის მოთხოვნის შესაბამისად დროებითი ცნობის გაცემას. ცნობა შეიცავს დევნილის სახელს, გვარს, პირად ნომერს, ცნობის გაცემის თარიღს, აგრეთვე, თანამდებობის პირის ხელმოწერასა და დევნილის ფოტოსურათს, დამოწმებულს სააგენტოს ან მისი ტერიტორიული ორგანოს ბეჭდით.“;

4. ბრძანების მე-31 პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის“ (დანართი №5) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. მონაცემთა ბაზაში დაცულ დევნილის პერსონალურ მონაცემებში ცვლილების შეტანა

მონაცემთა ბაზაში დაცულ დევნილის პერსონალურ მონაცემებში ცვლილება, ასევე დამატებითი ინფორმაციის ასახვა, ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის თანხმობით სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) მოხსენებითი ბარათის საფუძველზე შესაბამისად უფლებამოსილი დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ. მონაცემთა ბაზაში არსებული დევნილის რეგისტრაციის ადგილისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის ცვლილება ხორციელდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.“.

მუხლი 2
ბრძანება ძალაშია 2018 წლის 10 ოქტომბრიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო