„სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-17/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 10/10/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/10/2018
ძალაში შესვლის თარიღი 10/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 280090050.22.035.016526
01-17/ნ
10/10/2018
ვებგვერდი, 10/10/2018
280090050.22.035.016526
„სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
„სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-17/ნ

2018 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (3024-რს, 05/07/2018, ვებგვერდი, 11/07/2018; 010240010.05.001.018929) მე-2 მუხლის მე-19 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებაში (ვებგვერდი,18/11/2013, 280090050.22.029.016102) (შემდგომში  ბრძანება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილმა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება, ამ ბრძანების საფუძველზე, უზრუნველყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით შექმნილმა კომისიამ. ამასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შეიძლება, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების), აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით, კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვროს დამატებითი პირობები და თუ ცალკეულ შემთხვევებში, ამ პირობების გამო, დაზარალებულთა დაკმაყოფილდება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მიერ ვერ განხორციელდება – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხი განიხილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.“.

2. ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ (დანართი №1) (შემდგომში – პროცედურა)“:

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცედურა

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) ეკომიგრანტი ოჯახის, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის (შემდგომში – განაცხადი) დაკმაყოფილებას ახორციელებს ამ ბრძანების საფუძველზე, სააგენტოს ან ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოძიებული საცხოვრებელი სახლის, სააგენტოს მიერ შესყიდვის გზით.

2. კონკრეტული ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია (შემდგომში – კომისია).

3. კომისიის შემადგენლობა და მისი მუშაობის წესი მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით.

4. განაცხადის დაკმაყოფილების თაობაზე გამოიცემა სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შემდგომში ეკომიგრანტი ოჯახისათვის ამ საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრებაში გადაცემის მიზნით, ხოლო განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ეკომიგრანტ ოჯახს, დადგენილი წესის შესაბამისად ეცნობება სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) მიერ წერილობით.

5. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ყოველწლიური საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით, სააგენტოსათვის ამ მიზნით გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდული საცხოვრებელი სახლების შეთავაზებაზე. 

6. კომისია ადგენს განაცხადების მიღებისა და განხილვის ვადებს.

7. დეპარტამენტი მოახდენს ეკომიგრანტი ოჯახების ინფორმირებას განაცხადების მიღების ვადების შესახებ, კანონმდებლობით დადგენილი წესით მასობრივი საინფორმაციო საშუალებების, სააგენტოს დირექტორის აპარატის მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოსა და სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით.

8. დეპარტამენტი/სააგენტოს ტერიტორიული ორგანო ახდენს საცხოვრებელი სახლების მიღების მსურველთა განაცხადების შევსებას ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) წარმოების წესის შესაბამისად. ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე განაცხადს ავსებს სააგენტოს/სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი თანამშრომელი. შევსებული განაცხადის ხელმოწერა ხორციელდება სააგენტოს/სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლისა და ეკომიგრანტი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის ან კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილების მქონე ერთ-ერთი სრულწლოვანი ოჯახის წევრის მიერ.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად განაცხადის შევსებისას ეკომიგრანტი ოჯახი არ წარადგენს დაზიანებული უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე მომხდარ სტიქიურ მოვლენებამდე ეს უძრავი ქონება არ იყო კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული და ამ მოვლენების გამო იგი განადგურებულია/აღარ არსებობს ან მისი რელიეფი და/ან მასზე არსებული ნაგებობა იმგვარად არის შეცვლილი, რომ შეუძლებელია ამ ქონების რეგისტრაცია, რაც უნდა დასტურდებოდეს ადმინისტრაციული ორგანოს/ამ წესით გათვალისწინებული მონიტორინგის წერილის/ოქმის საფუძველზე.

10. განაცხადების შევსებაზე და ხელმოწერაზე სააგენტოს/სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლები განისაზღვრებიან სააგენტოს დირექტორის ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით.

11. დეპარტამენტი, მონაცემთა ბაზის მეშვეობით, ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების კრიტერიუმების (შემდგომში – კრიტერიუმები) შესაბამისად და დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

12. დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ დაზარალების გამო ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში ან ამ მუხლის 16 პუნქტის გათვალისწინებით ფაქტობრივ ფლობელობაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას.

13. დეპარტამენტის მიერ განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს: ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების შესწავლას წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას ეკომიგრანტი ოჯახისაგან და/ან შესაბამისი ორგანიზაცია/დაწესებულებისაგან; მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისათვის წინასწარი ქულების მინიჭებას კრიტერიუმების მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, დეპარტამენტის მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის მცდარი, მონაცემთა ბაზაში განაცხადს მიენიჭება სტატუსი „განაცხადი გაუქმებულია“, რის თაობაზეც ეცნობება განმცხადებელს დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

14. ამ მუხლის მე-11 და მე-13 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, დეპარტამენტი საჭიროების შემთხვევში უფლებამოსილია, შესაბამის მუნიციპალიტეტს გაუგზავნოს ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიების შეფასების ფორმები. მუნიციპალიტეტი, საცხოვრებელი სახლის დაზიანების გათვალისწინებით, შევსებულ, სათანადოდ დამოწმებულ და უფლებამისილი პირის მიერ ხელმოწერილ შესაბამის ფორმას წარუდგენს დეპარტამენტს.

15. ამ მუხლის მე-11, მე-13 და მე-14 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების შემდგომ კომისია განსაზღვრავს იმ განაცხადების რაოდენობას, რომელიც დეპარტამენტის და/ან სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს მიერ გადამოწმებული უნდა იქნეს ადგილზე.

16. იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე გადამოწმების შედეგად დადგინდება, რომ ამ პროცედურით გათვალისწინებული კრიტერიუმებით პრიორიტეტის მოპოვების მიზნით განაცხადში მითითებული ეკომიგრანტი ოჯახის შემადგენლობაში არ არის შეყვანილი ოჯახის რომელიმე წევრი და/ან შეყვანილია ოჯახის არაწევრი პირი, ეკომიგრანტ ოჯახს დეპარტამენტის მიერ წერილობით ეცნობება 1 თვის ვადაში განაცხადის კორექტირების თაობაზე.  მითითებულ ვადაში განაცხადში ოჯახის შემადგენლობის არდაზუსტების შემთხვევაში, მონაცემთა ბაზაში განაცხადს  მიენიჭება   სტატუსი  „განაცხადი გაუქმებულია“. აღნიშნულის თაობაზე განმცხადებელს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

17. იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე გადამოწმების შედეგად დადგინდება, რომ ოჯახს აქვს ფაქტობრივ მფლობელობაში საცხოვრებელი სახლი, რომელიც ამ პროცედურით გათვალისწინებული კრიტერიუმებით პრიორიტეტის მოპოვების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის ერთ ან რამდენიმე წევრს არ აქვს საკუთრებაში რეგისტრირებული ან რეგისტრირებულია სხვა პირის სახელზე, რომლითაც სარგებლობს შეუზღუდავად, ოჯახს დააკლდება 6 ქულა ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის კრიტერიუმში. აღნიშნული დეპარტამენტის მიერ წარედგინება კომისიას, რომელიც განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას 6 ქულის დაკლების თაობაზე. გადაწყვეტილება განმცხადებელს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

18. ამ მუხლის მე-15 პუნქტის საფუძველზე, გადამოწმების შედეგები წარედგინება კომისიას, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ავალებს დეპარტამენტს დააკორექტიროს ეკომიგრანტი ოჯახის წინასწარი შეფასების შედეგი. კომისია ახორციელებს, გამსვლელი ქულის მქონე განაცხადებიდან შერჩევითი წესით და დეპარტამენტიდან ან/და სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მაღალი რისკის მქონე (მაგალითად, თუ განაცხადის დაკმაყოფილების საკითხის განხილვისას, მონიტორინგის ჯგუფის მიერ ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ საცხოვრებელი სახლის დაზიანების ან/და მის საკარმიდამო ნაკვეთში  არსებული მდგომარეობა არსებითად არ შეესაბამება მინიჭებულ დაზიანების კატეგორიას, აღნიშნული უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი ფოტომასალითა და მონიტორინგის ოქმით) განაცხადების გადაგზავნას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულებისათვის გეოლოგიური დასკვნის მიღების მიზნით. მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული საბოლოო შეფასების გათვალისწინებით, კომისია კრიტერიუმების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი კონკრეტული ეკომიგრანტი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი სახლით. აუცილებლობის შემთხვევაში კომისია დამატებითი მასალის მოძიების დავალებას მისცემს დეპარტამენტს.

19. კომისიის გადაწყვეტილება განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ფორმდება სხდომის ოქმით.

20. იმ ეკომიგრანტ ოჯახებს შორის, რომელთა განაცხადები კომისიის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, სააგენტოს მიერ შესყიდული, კონკრეტული საცხოვრებელი სახლების განაწილება განხორციელდება კომისიის მიერ ჩატარებული კენჭისყრის საფუძველზე.

21. ამ მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული კენჭისყრის შედეგების საფუძველზე, ეკომიგრანტი ოჯახი (მისი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე) ვალდებულია განაცხადოს წერილობითი თანხმობა საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე სააგენტოს მიერ დადგენილი პირობით.

22. ამ მუხლის 21-ე პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის საფუძველზე, გამოიცემა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოადგენს ეკომიგრანტი ოჯახის წევრების, კანონმდებლობის შესაბამისად, კონკრეტულ გასანაწილებელ საცხოვრებელ სახლ(ებ)ში განსახლების საფუძველს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს საცხოვრებელი სახლის კონკრეტულ მისამართს და საკადასტრო კოდს.

23. შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ სააგენტო იღებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს ამ საცხოვრებელი სახლების დაზარალებულთათვის პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად, საკუთრებაში გადაცემის მიზნით.

ბ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს:

ა) სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენური კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში მცხოვრები ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფა. ამგვარი გარემოს მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს საქართველოს გარემოს  დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულების დასკვნით, ხოლო ნგრევადი და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობის მდგომარეობა – შესაბამისი საექსპერტო დასკვნით;

ბ) ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფა ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე;

გ) ეკომიგრანტი ოჯახების კონკრეტული კონტინგენტისათვის კონკრეტული პროექტის ფარგლებში ან  დონორი ორგანიზაციის მიერ გამოყოფილი მიზნობრივი გრანტის ფარგლებში, ან მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლების გამოთავისუფლებასთან დაკავშირებით წერილობით გამოხატული სახელმწიფო ან კერძო პირის ინტერესერის არსებობის შემთხვევაში, საცხოვრებელი სახლების შეძენა.

დ) იმ ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფა, რომელმაც სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა გამოათავისუფლოს სააგენტოს მიერ გადაცემული, მართლზომიერ სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ფართი. მართლზომიერ სარგებლობა უნდა დასტურდებოდეს „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემის მიზნით მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის №996 განკარგულების ფარგლებში ჩატარებული მონიტორინგის ოქმით.“;

გ) მე-4 მუხლის:

გ.ა)სათაური ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. სააგენტოს მიერ კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვა“;

 გ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისია განსაზღვრავს კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი  სახლის  შესყიდვისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ნასყიდობის ღირებულების მაქსიმალურ ოდენობას ერთ საცხოვრებელ სახლზე არაუმეტეს 25 000, (ოცდახუთი ათასი) ლარისა და, შესაბამისად, შესასყიდი სახლების მაქსიმალურ რაოდენობას.“;

 გ.გ) მე-5 – მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„5. ეკომიგრანტ ოჯახს უფლება აქვს, კომისიის მიერ დამატებით განსაზღვრულ ვადაში, განმეორებით წარადგინოს სააგენტოში სხვა საცხოვრებელი სახლი, თუ:

ა) ვერ ხერხდება სახლის ღირებულებაზე შეთანხმება, რადგან ეკომიგრანტი ოჯახი ვერ ფარავს ჩატარებული აუდიტორული შეფასების შედეგად დადგენილ საბაზრო ღირებულებასა და გამყიდველის ფასს შორის არსებულ სხვაობას;

ბ) დადებულ იქნა უარყოფითი საექსპერტო დასკვნა უკვე შერჩეული სახლის ტექნიკურ მდგომარეობაზე;

გ) წარმოდგენილი ფოტომასალის საფუძველზე, კომისიამ უარი თქვა ეკომიგრანტი ოჯახის მიერ წარმოდგენილი საცხოვრებელი სახლისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მდგრადობის/უსაფრთხოების/ტექნიკური მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე.

6. ამ მუხლის შესაბამისად, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვის ღონისძიებებს სააგენტო განახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე.

7. კომისიის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვა განხორციელდეს დაზარალებულის და სააგენტოს მიერ თანადაფინანსებით.“;

დ) მე-5 მუხლის:

დ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტი ახორციელებს, ამ ბრძანების ამოქმედებამდე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახებისათვის, სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული, სააგენტოს საბიუჯეტო ასიგნებებიდან ან ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულებებით სხვა სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციათა მიერ გაწეული ფინანსური დახმარებებით შეძენილი საცხოვრებელი სახლების მონიტორინგს, მასში რეალურად მცხოვრები ოჯახების და საცხოვრებელი სახლების მდგომარეობის დადგენის მიზნით.“

დ.ბ) მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტის მიერ კომისიის გადაწყვეტილება წარედგინება სააგენტოს დირექტორს საკითხზე  საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.“

ე) პროცედურას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 მუხლი:

„მუხლი 6. ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიღება

ამ პროცედურით გათვალისწინებული ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (განაცხადი, განცხადება და სხვა კორესპონდენცია) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ასევე მიიღება სსიპ – იუსტიციის სახლის ფილიალებში.“

3. ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ – დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

4. ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებულ „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესში“  (დანართი №6) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტის:

ა.ა) „ა.ა)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) ოჯახის მიერ  შევსებული განაცხადი;“;

ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„ბ. რეგისტრაციის ორგანო;“;

ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ოჯახის მიერ  შევსებული განაცხადი.“;

გ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. მონაცემების დამუშავება

ამ ბრძანებით გათვალისწინებული მონაცემების დამმუშავებელი პირები განისაზღვრებიან სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2
ბრძანება ძალაშია 2018 წლის 10 ოქტომბრიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო