დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 486 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/10/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.020802 |
|
„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/01/2014, 300160070.10.003.017666) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 მუხლი:
„მუხლი 4 „1. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ – „ვ“ ქვეპუნქტების, მე-3 – მე-5 პუნქტების, მე-8 და მე-11 პუნქტებისა და მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება შეჩერდეს 2019 წლის პირველ იანვრამდე. 2. 2019 წლის პირველ იანვრამდე რეგისტრირებული სახერხი საამქროს მფლობელები ვალდებულნი არიან, 2019 წლის 4 აგვისტომდე სახერხი საამქროები შესაბამისობაში მოიყვანონ ამ დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკურ რეგლამენტთან“ და სახერხი საამქროების განმეორებითი რეგისტრაციის მოთხოვნა წარადგინონ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები