„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 მარტის №116 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 მარტის №116 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 485
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/10/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/10/2018
ძალაში შესვლის თარიღი 10/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.020801
485
08/10/2018
ვებგვერდი, 08/10/2018
010240010.10.003.020801
„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 მარტის №116 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №485

2018 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 მარტის №116 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 მარტის №116 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 07/03/2017, 010240010.10.003.019825) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის“:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები:

„ი) რეპატრიაციის საკითხთა რეგულირება;

კ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და გადმოსვენების ღონისძიებების ორგანიზება.“.

2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები:

„პ) კანონმდებლობის შესაბამისად, რეპატრიაციის საკითხთა რეგულირება, რეპატრიანტთა ინტეგრაციის მიზნით, პოლიტიკის შემუშავება შესაბამისი უწყებების ჩართულობითა და, მათ შორის, კოორდინაციის უზრუნველყოფით, ინტეგრაციის პროგრამების შემუშავება და განხორციელება,  კანონმდებლობის საფუძველზე, რეპატრიანტთა მონაცემთა ბაზის შექმნა და ადმინისტრირება;

ჟ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში  უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და გადმოსვენების ღონისძიებების ორგანიზება, ასევე მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვის პროგრამის შემუშავება, დამტკიცება და განხორციელება.“.

3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. სახელმწიფო  მინისტრის  მოადგილეები

1. სახელმწიფო მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება სახელმწიფო მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი.

3. სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას სახელმწიფო მინისტრის არყოფნისას.

4. სახელმწიფო მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებას, სახელმწიფო მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ახორციელებს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე.

5. სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ან სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სახელმწიფო მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.“.

4. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულები და ქვედანაყოფები

სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულები და ქვედანაყოფებია:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტი, რომლის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა.ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა სამმართველო;

ა.ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და გადმოსვენების სამმართველო;

ბ) პოლიტიკის ანალიზის, დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;

გ) სამოქალაქო თანასწორობის დეპარტამენტი;

დ) ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

ე) სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური;

ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობის  სამსახური.“.

5. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მიმდინარე პროცესების თაობაზე ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და პირველადი ანალიზი;

ბ) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მცხოვრები პირებისთვის სახელმწიფო უწყებებში ცალკეულ საკითხებზე შუამდგომლობის გაწევა;

გ) კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე საინიციატივო წინადადებების შემუშავება;

დ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის სახელით, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქთან დაკავშირებულ სამშვიდობო მოლაპარაკებაში მონაწილეობა;

ე) სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და გადმოსვენების ღონისძიებების ორგანიზება, ასევე მათი ოჯახის წევრთა უფლებების დაცვის პროგრამის შემუშავება, დამტკიცება და განხორციელება;

ვ) სახელმწიფო მინისტრის დავალებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიზნებიდან გამომდინარე სხვა საქმიანობა.“.

6. მე-11 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:

„მუხლი 111. სამოქალაქო თანასწორობის დეპარტამენტი

სამოქალაქო თანასწორობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის საკითხებზე პროექტების შემუშავება და  განხორციელების კოორდინაცია;

ბ) ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, რეპატრიაციის საკითხთა რეგულირება,  რეპატრიანტთა ინტეგრაციის მიზნით, პოლიტიკის შემუშავება შესაბამისი უწყებების ჩართულობითა და, მათ შორის, კოორდინაციის უზრუნველყოფით, ინტეგრაციის პროგრამების შემუშავება და განხორციელება,  კანონმდებლობის საფუძველზე,  რეპატრიანტთა მონაცემთა ბაზის შექმნა და ადმინისტრირება;

დ) სახელმწიფო მინისტრის დავალებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიზნებიდან გამომდინარე, სხვა საქმიანობა.“.

7. მე-12 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121  და 122 მუხლები:

„მუხლი 121. სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური

სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება ყველა სამიზნე აუდიტორიის გათვალისწინებით;

ბ) სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარება;

გ) კამპანიური ხასიათის ცალკეული პროექტების შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი;

დ) საკომუნიკაციო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;

ე) დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 122. საზოგადოებასთან ურთიერთობის  სამსახური

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობა;

ბ) ღონისძიებების, პრესკონფერენციების, ბრიფინგების, პრეზენტაციების დაგეგმვა და განხორციელება;

გ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ განხორციელებული რეფორმების, პროექტების, სიახლეების, მიღწევების საინფორმაციო მხარდაჭერის უზრუნველყოფა, პრესრელიზებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება;

დ) მასმედიის ანალიზი, ინფორმაციული ნაკადების მუდმივი მონიტორინგი და რეკომენდაციების მომზადება;

ე) გამჭვირვალობისა და ღიაობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის თაობაზე საზოგადოების ინფორმირება;

ვ) დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

8. „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა

 

სტრუქტურა, თანამდებობა

რაოდენობა

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები

 

სახელმწიფო მინისტრი

1

სახელმწიფო მინისტრის  პირველი მოადგილე

1

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

1

პროფესიული საჯარო მოხელე

 

 I  რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელი

4

 I რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე

4

II რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელი

7

III რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

4

III რანგის მეორე  კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

18

ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი

 

ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი

5

 სულ:

45

 

.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 10 ოქტომბრიდან.

 


პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე