„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტოს №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტოს №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 55
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/10/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.112.016391
55
08/10/2018
ვებგვერდი, 09/10/2018
010250020.35.112.016391
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტოს №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №55

2018 წლის 8 ოქტომბერი

ქ. ლანჩხუთი

 

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტოს №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტოს №20 დადგენილების (ვებგვერდი 18/08/2014წ, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.112.016175) პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება“ მეექვსე მუხლში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) მეექვსე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ პუნქტი:

„ფ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე საკრებულოს შესახებ ინფორმაციის განთავსება;“;

ბ) მეექვსე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“ პუნქტი:

„ქ) საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ვებგვერდზე გამოქვეყნება;“;

გ) მეექვსე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ პუნქტი:

„ღ) ვებგვერდზე შემოსული წინადადებებისა და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას საკრებულო თავმჯდომარისთვის;“;

დ) მეექვსე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ“ პუნქტი:

„ყ) საკრებულოს თანამდებობის პირებისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სელექციას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ტაბიძე