„ფინანსური ინსტრუმენტების სავაჭრო სისტემის ორგანიზებულ ბაზრად აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 20 თებერვლის №33/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 222/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 05/10/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 220010080.18.011.016347
222/04
05/10/2018
ვებგვერდი, 08/10/2018
220010080.18.011.016347
„ფინანსური ინსტრუმენტების სავაჭრო სისტემის ორგანიზებულ ბაზრად აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 20 თებერვლის №33/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №222/04

2018 წლის 5 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ფინანსური ინსტრუმენტების სავაჭრო სისტემის ორგანიზებულ ბაზრად აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 20 თებერვლის №33/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ფინანსური ინსტრუმენტების სავაჭრო სისტემის ორგანიზებულ ბაზრად აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 20 თებერვლის №33/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 20/02/2018; ს/კ: 220010080.18.011.016280) დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის:

1.მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სს „საქართველოს საფონდო ბირჟას“ ეკრძალება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ლისტინგის სეგმენტებში (კატეგორიებში) ახალი ფასიანი ქაღალდების დამატება საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობის გარეშე. საქართველოს ეროვნული ბანკი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ლისტინგის სეგმენტებში ფასიანი ქაღალდების დაშვებაზე თანხმობის მიცემის ან უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სს „საქართველოს საფონდო ბირჟის“ მიერ ლისტინგში დაშვებასთან დაკავშირებული განაცხადის და თანდართული დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. ამასთან, თუ აღნიშნულ ვადაში სს „საქართველოს საფონდო ბირჟას“ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ პასუხი არ ეცნობა, 10 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ ფასიანი ქაღალდი სს „საქართველოს საფონდო ბირჟის“ ლისტინგის შესაბამის სეგმენტში დაშვებულად მიიჩნევა.“.

2. მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31-33 პუნქტები:

„31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადს თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სს „საქართველოს საფონდო ბირჟის“ ლისტინგის შესაბამის სეგმენტში (კატეგორიაში) დაშვების შესახებ ემიტენტის განაცხადის და მასზე თანდართული სრული დოკუმენტაციის ასლი;

ბ) სს „საქართველოს საფონდო ბირჟის“ ლისტინგის სამსახურის დასკვნის ასლი;

გ) სს „საქართველოს საფონდო ბირჟის“ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების ასლი.

32. ამ მუხლის 31 პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის წარდგენა საქართველოს ეროვნულ ბანკში შესაძლებელია როგორც მატერიალიზებული/დოკუმენტური სახით, ასევე ელექტრონული ფორმით, ჩაწერილი ელექტრონულ მატარებლებზე (CD დისკზე).

33 . საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს უფლება, ლისტინგში დაშვებასთან დაკავშირებით განაცხადის განხილვისას სს „საქართველოს საფონდო ბირჟას“ მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა. დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენამდე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე