დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების პროცესში თანხის დამრგვალების მეთოდისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო |
| მიღების თარიღი | 05/10/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/10/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.11.004.016056 |
7
05/10/2018
ვებგვერდი, 08/10/2018
220090000.11.004.016056
ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების პროცესში თანხის დამრგვალების მეთოდისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
|
ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების პროცესში თანხის დამრგვალების მეთოდისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის და 34-ე მუხლის 23 და 24 პუნქტების და ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების პროცესში თანხის დამრგვალების მეთოდის დანერგვისა და გამოყენების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ა დ გ ე ნ ს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების პროცესში თანხის დამრგვალების მეთოდი და მისი გამოყენების თანდართული წესი.
|
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის პირველი იანვრიდან.
|
|
ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების პროცესში თანხის დამრგვალების მეთოდი და მისი გამოყენების წესი
|
1.
საქართველოს ტერიტორიაზე ნაღდი ფორმით ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ თანხის დამრგვალების პრინციპის საფუძველზე.
|
2.
საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა მეწარმე სუბიექტი ვალდებულია ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას იხელმძღვანელოს თანხის დამრგვალების მეთოდით, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორება განახორციელოს უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტით.
|
3.
ნაღდი ფორმით ანგარიშსწორებისას თანხის დამრგვალება ხდება როგორც ერთეული პროდუქტის/მომსახურების შეძენისას, ისე რამდენიმე პროდუქტის/მომსახურების ჯამურ ფასზე, თუ გადასახდელი თანხა არ მთავრდება 0-ზე ან 5-ზე.
|
4.
ნაღდი ფორმით ანგარიშსწორებისას თანხის დამრგვალება ხდება მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე შემდეგი პრინციპით:
ა) 1 და 2 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 0-მდე; ბ) 3 და 4 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით 5-მდე; გ) 6 და 7 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 5-მდე; დ) 8 და 9 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით 10-მდე. |
5.
დამრგვალების პრინციპის შესაბამისად, ფასები თითოეულ პროდუქტზე/მომსახურებაზე რჩება უცვლელი და დამრგვალების პრინციპი ვრცელდება მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების პროცესში როგორც ერთეული პროდუქტის შეძენისა და მომსახურების გაწევის შემთხვევაში, ისე რამდენიმე პროდუქტის/მომსახურების ფასების საერთო ჯამურ ღირებულებაზე.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები