1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევის ვადის შესახებ

1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევის ვადის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი 05/10/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/10/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 220090000.11.004.016057
8
05/10/2018
ვებგვერდი, 08/10/2018
220090000.11.004.016057
1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევის ვადის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
 

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №8

2018 წლის 5 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევის ვადის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და ,,ი“ ქვეპუნქტების, 37-ე მუხლის და 70-ე მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე, 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევიდან ამოღების  მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

მუხლი 1
1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევის ვადა განისაზღვროს 2020 წლის ბოლომდე. შემდგომ, 2021 წლის ბოლომდე, მათი გამოცვლა განხორციელდეს საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით, ხოლო 2022 წლის 1 იანვრიდან – მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის პირველი იანვრიდან.

ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეკობა გვენეტაძე
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.