დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საბაჟო ტერმინალ „ოპიზასთან“ დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ და „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონების მოთხოვნათა დარღვევის საკითხის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1953 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 13/10/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 126, 28/10/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 0000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საბაჟო ტერმინალ „ოპიზასთან“ დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ და „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონების მოთხოვნათა დარღვევის საკითხის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე
საბაჟო ტერმინალ „ოპიზასთან“ დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ და „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონების მოთხოვნათა დარღვევის შესასწავლად,
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. შეიქმნას საბაჟო ტერმინალ „ოპიზასთან“ დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ და „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონების მოთხოვნათა დარღვევის საკითხის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია.
2. კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 3 თვით.
3. კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს 15 წევრით.
4. კომისიის წევრობის კანდიდატები წარდგენილ იქნენ 2005 წლის 21 ოქტომბრამდე.
5. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მ. მაჭავარიანი
თბილისი,
2005 წლის 13 ოქტომბერი.
№1953–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები