დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების ფორმის, წარდგენის ვადისა და ბუღალტრული აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 7 თებერვლის 19/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 221/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 05/10/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010000.18.011.016346 |
|
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების ფორმის, წარდგენის ვადისა და ბუღალტრული აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 7 თებერვლის 19/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების ფორმის, წარდგენის ვადისა და ბუღალტრული აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 7 თებერვლის 19/04 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 08/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 220010000.18.011.016278) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ყოველთვიურად უზრუნველყოს ფინანსური ანგარიშგების წარდგენა საქართველოს ეროვნულ ბანკში როგორც უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: MFI-Reports@nbg.gov.ge, ამ წესით დადგენილი ფორმით (დანართი №1), არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა;“; ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ყოველკვარტალურად უზრუნველყოს საქართველოს ეროვნული ბანკისათვის მოზიდული სახსრებისა და გაცემული სესხების შესახებ ინფორმაციის ამ წესის დანართი №4-ის შესაბამისად წარდგენა ელექტრონულ ფოსტის შემდეგ მისამართზე: MFI-Reports@nbg.gov.ge, ყოველი კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა;“. 2. №1, №2, №3 და №4 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე ამ ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნები ვრცელდება 2018 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშგებო პერიოდიდან.
|
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები