ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის დადგენის შესახებ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 52
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/10/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 040030000.35.113.016372
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
52
03/10/2018
ვებგვერდი, 05/10/2018
040030000.35.113.016372
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის დადგენის შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/10/2018 - 01/03/2023)

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №52

2018 წლის 3 ოქტომბერი

ქ. ოზურგეთი

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით.
მუხლი 2
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ან/და მოძრავი ქონების აუქციონის წესით სასყიდლით სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასური განისაზღვროს ამ დადგენილების 1-ლი მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო საფასურის  7%-ის ოდენობით.
მუხლი 3
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის დადგენის შესახებ“ – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 თებერვლის №10 დადგენილება. (www.matsne.gov.ge, 10/02/2015, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040030000.35.113.016217).
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია