დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 46 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/10/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.113.016366 |
|
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ,,სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები” დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 სექტემბრის №25 დადგენილება (www.matsne.gov.ge, ვებგვერდი, 02/10/2017 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.171.016156).
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის
საკვალიფიკაციო მოთხოვნები |
მუხლი 1.
კვალიფიკაცია და გამოცდილება |
1. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების (შემდგომში –
საჯარო დაწესებულება) დირექტორად შეიძლება დაინიშნოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, ასევე აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ მოთხოვნებს:
2. საჯარო დაწესებულების დირექტორს: ა) აქვს უმაღლესი განათლება, ან შესაბამისი პროფესიული განათლება; ბ) სასურველია ჰქონდეს დაწესებულებაში/ორგანიზაციაში ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 1 წლის ან/და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება. |
მუხლი 2.
სამართლებრივი აქტების ცოდნა
|
1. საჯარო დაწესებულების დირექტორმა უნდა იცოდეს შემდეგი სამართლებრივი აქტები:
ა) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი; ბ) ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონი; გ) ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; დ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი”; ე) კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ. |
მუხლი 3.
სხვა საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები
|
1. საჯარო დაწესებულების დირექტორი უნდა იცნობდეს:
ა) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებს; ბ) ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპებს; გ) ინკლუზიური განათლების პრინციპებს; დ) უნივერსალური დიზაინის პრინციპებს; ე) განათლების ძირითად თეორიებს; ვ) კვლევის მეთოდებს განათლებაში; ზ) ადრეული განათლების თავისებურებებს და პრინციპებს; თ) ორგანიზაციული ქცევის თეორიულ საფუძვლებს; ი) ლიდერობის თანამედროვე თეორიებს; კ) სტრატეგიული გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების პრინციპებს; ლ) ფინანსური მართვის საფუძვლებს; მ) პროექტის შემუშავების და მართვის პრინციპებს. 2 . საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა შეეძლოს: ა) ადამიანური რესურსების მართვა; ბ) მოლაპარაკების წარმოება და ადვოკატირება; გ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობა; დ) პრაქტიკული კვლევის დაგეგმვა, განხორციელება, შედეგების ანალიზი; ე) დაწესებულების მუშაობის ეფექტურობის შეფასება; ვ) დოკუმენტაციის წარმოება; ზ) კომპიუტერულ პროგრამებში Word, Excel, Power Point მუშაობა; თ) დოკუმენტაციის ელექტრონული და ბეჭდური ფორმით წარმოება. |
მუხლი 4.
საჯარო დაწესებულების დირექტორად მიღების დაუშვებლობა
|
1. საჯარო დაწესებულების დირექტორად არ მიიღება პირი, თუ:
ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის; ბ) მან არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის მიხედვით ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები