„ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 477
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/10/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.020793
477
03/10/2018
ვებგვერდი, 05/10/2018
010220020.10.003.020793
„ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №477

2018 წლის 3 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №44 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/01/2011, 010220020.10.003.016205) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1

ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით

სამთავრობო  კომისიის შემადგენლობა

ქეთევან ციხელაშვილი  – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი − კომისიის თავმჯდომარე;

ლაშა დარსალია – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

გენადი არველაძე  – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

ნიკოლოზ გაგუა  – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

ნათია მეზვრიშვილი − საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

ნოდარ კერესელიძე  – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე − კომისიის წევრი;  

ილია ბეგიაშვილი  – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

დავით დონდუა – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

გოჩა ლორთქიფანიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

ლევან ხარატიშვილი  – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

ზაზა ბოხუა – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე − კომისიის წევრი;

გრიგოლ ლილუაშვილი  – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე − კომისიის წევრი;

დავით გვაძაბია  – ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი − კომისიის წევრი;

ზურაბ ანთაძე  – ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის − სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის მოადგილე − კომისიის წევრი;

თინათინ ღოღელიანი  – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პოლიტიკის ანალიზის, დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი − კომისიის წევრი;

გიორგი თუმანიშვილი  – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე − კომისიის მდივანი.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე