შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/5795-13
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 01/10/2018
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/10/2018
სარეგისტრაციო კოდი
2/5795-13
01/10/2018
ვებგვერდი, 05/10/2018
შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო
საქმე №2/5795-13

განჩინება

საქართველოს სახელით

 კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2018 წლის 1 ოქტომბერი

ქ.  თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებელი – შპს „კავკასიის ციფრული ქსელი“

დირექტორი – დავით თუთბერიძე

რეაბილიტაციის მმართველი – ირაკლი ქაშაკაშვილი

მოთხოვნა – კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ რეაბილიტაციის საქმე.

2018 წლის 1 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართეს შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორმა დავით თუთბერიძემ და რეაბილიტაციის მმართველმა ირაკლი ქაშაკაშვილმა და მოითხოვეს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა.

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება, გაეცნო საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს. რიგგარეშე კრების მოწვევისა და დღის წესრიგის შესახებ შეტყობინება სასამართლომ უნდა დააგზავნოს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის თაობაზე მოთხოვნის მიღებისთანავე. რიგგარეშე კრება უნდა გაიმართოს სასამართლოში მოთხოვნის წარდგენიდან მე-5 დღეს. ამასთანავე, შეტყობინება კრების მოწვევის თაობაზე უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

     

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კრედიტორთა რიგგარეშე კრება მოწვეულ იქნეს 2018 წლის 5 ოქტომბერს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), სხდომის დარბაზი №28, შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. სს „სილქნეტის“ მოთხოვნის განხილვა.

1.2. სხვა კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                      თამარ ჭუნიაშვილი