ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №40 დადგენილებაში „ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – იურიდიული უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №40 დადგენილებაში „ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – იურიდიული უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 76
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/10/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.143.016535
76
02/10/2018
ვებგვერდი, 05/10/2018
010250020.35.143.016535
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №40 დადგენილებაში „ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – იურიდიული უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი
 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №76

2018 წლის 2 ოქტომბერი

ხაშური

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №40 დადგენილებაში „ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – იურიდიული უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ხაშურის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №40 დადგენილებაში „ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – იურიდიული უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge 11/12/2017, 010250020.35.143.016448) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს ახალი დანართი №1-ის სახით (თან ერთვის).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემიხეილ ჯანაშვილი



დანართი №1
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის  – იურიდიული უზრუნველყოფის სამსახურის დებულება

 


მუხლი 1. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული უზრუნველყოფის  სამსახურის სტატუსი
1. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული უზრუნველყოფის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  საფუძველზე და არის ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ასრულებს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის გადაწყვეტილებებს.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების, ამ დებულებისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.


მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის ხელმძღვანელისა და  საჯარო მოსამსახურეებისაგან.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და სამსახურის ხელმძღვანელის სამუშაოთა აღწერილობით. ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი  მოხელე.

3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.


მუხლი 3. იურიდიული  უზრუნველყოფის  სამსახურის ფუნქციები
1. იურიდიული უზრუნველყოფის სამსახური დადგენილი წესით  უზრუნველყოფს:

ა) მერის, მერის მოადგილეების და მუნიციპალური სამსახურების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;

ბ) მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;

გ) მერის მიერ საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე წარსადგენად მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების საბოლოო რედაქციის შემუშავებას, სათანადო დოკუმენტაციის მომზადებას, აგრეთვე სამსახურების მიერ მომზადებული პროექტების  შეთანხმებას;

დ)   სათანადო ღონისძიებების გატარებას მერიის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ცალკეული

პროექტისა და საკითხის თაობაზე შეთანხმების მისაღწევად;

ე) ადმინისტრაციულ წარმოებას მერიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ვ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში; მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

ზ) მერისათვის რეკომენდაციის მომზადებას მერიის საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოშობილ ცალკეულ სამართლებრივ საკითხებზე და მერიის თანამშრომელთა კონსულტირებას საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით;

თ) მერიის საქმიანობიდან გამომდინარე, გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების შეთანხმებას და სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;

ი)  ხაშურის მუნიციპალიტეტის  მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლს;

კ) მერიის საქმიანობასთან დაკავშირებით ცალკეული სამართლებრივი საკითხების შესწავლის პროცესში გამოვლენილი მოსალოდნელი, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომების და მერიის მოსამსახურეთა ინტერესთა შესაძლო შეუთავსებლობის რისკფაქტორების ანალიზს ან/და მათ პრევენციას;

ლ) ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების სამართლებრივ დახმარებას;

მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

2. სამსახური უფლებამოსილია მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია და შესაბამისი მონაცემები; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს მერიის სტრუქტურული და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია.