დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად განცხადება-ანკეტის ფორმის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის ნიმუშის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შევსების შესახებ ინსტრუქციის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად განცხადება-ანკეტის შევსების ინსტრუქციის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის ფორმისა და საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის შევსების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 28 თებერვლის N51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-216 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/10/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.22.030.016186 |
|
„საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად განცხადება-ანკეტის ფორმის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის ნიმუშის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შევსების შესახებ ინსტრუქციის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად განცხადება-ანკეტის შევსების ინსტრუქციის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის ფორმისა და საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის შევსების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 28 თებერვლის №51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად განცხადება-ანკეტის ფორმის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის ნიმუშის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შევსების შესახებ ინსტრუქციის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად განცხადება-ანკეტის შევსების ინსტრუქციის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის ფორმისა და საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის შევსების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 28 თებერვლის №51 ბრძანებაში (ვებგვერდი, 29/02/2012; სარეგისტრაციო კოდი 480610000.22.030.016044) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
|
1.
ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს „ზ", „თ“ და ,,ი’’ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
,,ზ) საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის ელექტრონული ფორმა (№7 დანართი); თ) საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის ფორმების ელექტრონული სარეგისტრაციო ჟურნალი (№8 დანართი); ი) საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის ფორმების ელექტრონულ სარეგისტრაციო ჟურნალის შევსებისა და გამოყენების წესი (№9 დანართი).’’. |
2.
მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის (შემდგომში – დასაბრუნებელი მოწმობა) ფორმა ექვემდებარება გაუქმებას, თუ: ა) ბეჭდვის/შევსების პროცესში დაშვებულ იქნა შეცდომა, მკაცრი აღიცხვის ფორმა ტექნიკურად დაზიანდა ან ნორმატიული აქტის საფუძველზე ძალადაკარგულად გამოცხადდა; ბ) ვერ მოხერხდა დამზადებული დასაბრუნებელი მოწმობის გადაცემა განმცხადებლისთვის/შუამდგომლობის აღმძვრელისთვის მისი დასაბრუნებელი მოწმობის მოქმედების ვადის განმავლობაში; გ) საკონსულო დეპარტამენტში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, საკონსულო დაწესებულებაში ან საქართველოს ინტერესთა სექციაში წარმოდგენილ იქნა ნაპოვნი ვადიანი დასაბრუნებელი მოწმობა, მისი მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ.’’. |
3.
51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„51. ამ ბრძანების მიზნებისათვის გაუქმება გულისხმობს ასევე მკაცრი აღრიცხვის ფორმის პერფორაციას, რომელიც უნდა განხორციელდეს ისე, რომ არ იქნეს დაზიანებული დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდების ინიციალები, აგრეთვე რეგისტრაციის ნომერი და ინდივიდუალური ნომერი.“. |
4.
52 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„52. დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის პროცესი, როგორც წესი, ხორციელდება საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემის (შემდგომში - ელექტრონული სისტემა) მეშვეობით.“. |
5.
53 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„53. ,,დასაბრუნებელი მოწმობის ელექტრონული სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოება ხდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით საქმისწარმოებისას.’’. |
6.
54 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„54. ,,დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის ფაქტის გადამოწმება შესაძლებელია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის (www.geoconsul.gov.ge/visa) მეშვეობით, დასაბრუნებელი მოწმობის ინდივიდუალური ნომრისა და მოწმობის გაცემის თარიღის მითითებით.’’. |
7.
ბრძანებას დაემატოს 55, და 56 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
„55. თუ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, საკონსულო დაწესებულება ან მესამე სახელმწიფოში შექმნილი საქართველოს ინტერესთა სექცია (შემდგომში – საკონსულო სამსახური) ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი (შემდგომში – საკონსულო დეპარტამენტი) უზრუნველყოფილი არ არის ელექტრონულ სისტემაზე წვდომით, როგორც კავშირის არსებობის (ონლაინ), ასევე კავშირის არარსებობის (ოფლაინ) რეჟიმში, ან აღნიშნულ სისტემაზე წვდომა ტექნიკური მიზეზების გამო შეფერხებულია, ხოლო დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა დაკავშირებულია ობიექტურ აუცილებლობასთან, პერსონალიზაცია შესაძლოა განხორციელდეს ელექტრონული სისტემის გამოყენების გარეშე, ხელით შევსების გზით. ამ შემთხვევაში, პერსონალიზაცია ხდება ბრძანების №4 დანართის ,,ა’’ ქვეპუნქტით დამტკიცებულ მატერიალური ფორმის სარეგისტრაციო ჟურნალში. საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მატერიალური ფორმის სარეგისტრაციო ჟურნალში და განცხადება ანკეტაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე.“ . „56. საკონსულო დეპარტამენტის წინასწარი შეტყობინება აუცილებელია ამ ბრძანების 55 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში.’’. |
8.
ბრძანების №3 დანართის (ინსტრუქცია საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შევსების შესახებ):
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მოწმობის მეორე გვერდის პირველი ნაწილის პერსონალიზაცია ხდება ქართულ და ინგლისურ ენებზე და მიეთითება შემდეგი ინფორმაცია: ა) პუნქტი 1 – მფლობელის გვარი; ბ) პუნქტი 2 – მფლობელის სახელი; გ) პუნქტი 3 – მფლობელის მოქალაქეობა; დ) პუნქტი 4 – მფლობელის სქესი; ე) პუნქტი 5 – მფლობელის დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); ვ) პუნქტი 6 – მფლობელის დაბადების ადგილი; ზ) პუნქტი 7 – მოწმობის გაცემის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); თ) პუნქტი 8 – მოწმობის მოქმედების ვადა (რიცხვი, თვე, წელი); ი) პუნქტი 9 – გამცემი ორგანო; კ) პუნქტი 10 – მფლობელის ან მფლობელის კანონიერი წარმომადგენლის პირადი ხელმოწერა (ხელმოწერა უნდა განხორციელდეს იმ პირის მიერ, რომელმაც განახორციელა ხელმოწერა განცხადება-ანკეტის მე-12 ველში, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ხელმოწერას განახორციელებს მე-13 ველზე ხელმომწერი პირი); ლ) პუნქტი 11 – პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა.’’; ბ) მე-8 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ) დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა ,,საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთვრობის 2014 წლის 30 ივნისის №426 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირთა კატეგორიაზე.’’; გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. დასაბრუნებელი მოწმობის პერსონალიზაცია ხდება მექანიკური წესით/ელექტრონული სისტემის მეშვეობით, განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლებელია შეივსოს ხელით.’’; დ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. დასაბრუნებელი მოწმობის მეორე გვერდის პირველ ნაწილში, ფოტოსურათის ქვემოთ მითითებულია დასაბრუნებელი მოწმობის სერია და ნომერი, რომელიც შედგება ორი ლათინური ასოსაგან „GG“ და შვიდი არაბული ციფრისგან, რომლის ათვლა უნდა დაიწყოს 0000001 -დან და დასრულდეს - 9999999-ით.“; ე) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 და 132 პუნქტები: ,,131. საკონსულო სამსახურის და საკონსულო დეპარტამენტის მიერ დასაბრუნებელი მოწმობის ელექტრონული ფორმით გაცემა ხდება მათთვის გამოყოფილი დიაპაზონების ფარგლებში, ქრონოლოგიის დაცვით. 132. დასაბრუნებელი მოწმობის ელექტრონულ ფორმას აქვს სერია და ნომერი, რომელიც შედგება ორი ლათინური ასოსაგან „ET“ და შვიდი არაბული ციფრისგან, რომლის ათვლა უნდა დაიწყოს 0000001-დან და დასრულდეს - 9999999-ით.’’. |
9.
ბრძანების №4 დანართი (საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემისა ღრიცხვის ჟურნალი) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემისა აღრიცხვის ჟურნალი (№4 დანართი) ა) დასაბრუნებელი მოწმობის მატერიალური ფორმის სარეგისტრაციო ჟურნალი
ბ) დასაბრუნებელი მოწმობის ელექტრონული სარეგისტრაციო ჟურნალი:
|
10.
ბრძანების №5 დანართის (საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის შევსების შესახებ ინსტრუქცია) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. ელექტრონული სისტემის მეშვეობით დასაბრუნებელი მოწმობის შევსების პროცესის წარმართვის დროს ავტომატურად ივსება ამ ბრძანებით დამტკიცებული №4 დანართის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარმოდგენილი დასაბრუნებელი მოწმობის ელექტრონული სარეგისტრაციო ჟურნალი.’’. |
11.
ბრძანების №6 დანართის (საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად განცხადება –
ანკეტის შევსების შესახებ ინსტრუქცია):
ა) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,12. განცხადება-ანკეტის მე-13 ველი ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი წარმოდგენილია წარმომადგენლის მეშვეობით, ,,საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ივნისის №426 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.’’; ბ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,17. განცხადება-ანკეტის მე-14 ველის შევსება უნდა განხორციელდეს ,,საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ივნისის №426 დადგენილებით დამტკიცებული დებულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად ფოტოიდენტურობის დადგენაზე უფლებამოსილი პირის მიერ.’’; გ) მე-19 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ) დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა ,,საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ივნისის №426 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირთა კატეგორიაზე.’’. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები