„სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 23 ივლისის N08858/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 13170/21
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
მიღების თარიღი 02/10/2018
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 010320040.58.070.016062
13170/21
02/10/2018
ვებგვერდი, 03/10/2018
010320040.58.070.016062
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 23 ივლისის N08858/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
 
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის

ბრძანება №13170/21

2018 წლის 2 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 23 ივლისის №08858/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 23 ივლისის N08858/21 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 24/07/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.58.070.016059) დამტკიცებული „სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ დებულების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აუდიტორ-სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც მიაღწია 18 წელს, იცის სახელმწიფო ენა, აქვს უმაღლესი განათლება ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტია და აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის  27-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ძირითად მოთხოვნებს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორიერეკლე მექვაბიშვილი